https://sputnik-georgia.com/20211028/------261575087.html
სააკაშვილმა სამედიცინო კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი განაცხადა
სააკაშვილმა სამედიცინო კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი განაცხადა
Sputnik საქართველო
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ციხეში ყოველგვარ სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა. 28.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-28T18:35+0400
2021-10-28T18:35+0400
2021-10-28T22:17+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260555011_0:104:1281:824_1920x0_80_0_0_dfb2e511631c6d58bf5b4526242a0038.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ციხეში 28-ე დღეა შიმშილობს, ექიმების კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი თქვა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა როსტომ ჩხეიძემ რუსთავის ციხეში პატიმართან შეხვედრის შემდეგ.ჩხეიძის თქმით, მათი შეხვედრის დროს ოთახში შეიხედეს ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და აცნობეს ექს-პრეზიდენტს, რომ კონსილიუმი შეიკრიბა. კითხვაზე, შეხვდებოდა თუ არა მათ, სააკაშვილმა უარით უპასუხა.გუშინ სააკაშვილმა მის შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 28-ე დღეა შიმშილობს. დღეს ციხეში შევიდნენ ექიმები, რათა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეემოწმებინათ და მოემზადებინათ ანგარიში იმის შესახებ, ესაჭიროება თუ არა მას ჰოსპიტალიზაცია. თავად ექს-პრეზიდენტი, მისი პირადი ექიმი და ადვოკატები თანახმა არიან მის გადაყვანაზე მხოლოდ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში. იუსტიციის სამინისტროში კი მხოლოდ იმაზე არიან თანახმა, რომ საჭიროების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდეს.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ამ დროისათვის ის ორი განაჩენის საფუძველზეა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.
https://sputnik-georgia.com/20211027/saqartvelos-sazrvarze-ukrainis-ombudsmeni-daabrkoles-nino-lomjaria-sesfotebulia-261549867.html
https://sputnik-georgia.com/20211028/ratom-ganaxlda-shexvedrebis-otaxshi-minis-barieri-ganmarteba-261571936.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260555011_51:115:1036:854_1920x0_80_0_0_c497ded18fcc0b7265a85f32eac75695.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილმა სამედიცინო კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი განაცხადა
18:35 28.10.2021 (განახლებულია: 22:17 28.10.2021) საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ციხეში ყოველგვარ სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა.
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ციხეში 28-ე დღეა შიმშილობს, ექიმების კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი თქვა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა როსტომ ჩხეიძემ რუსთავის ციხეში პატიმართან შეხვედრის შემდეგ.
ჩხეიძის თქმით, მათი შეხვედრის დროს ოთახში შეიხედეს ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და აცნობეს ექს-პრეზიდენტს, რომ კონსილიუმი შეიკრიბა. კითხვაზე, შეხვდებოდა თუ არა მათ, სააკაშვილმა უარით უპასუხა.
„როდესაც ვცადე, რომ მეთანაგრძნო და მენუგეშებინა, არ დამანება, როდესაც მისი გამხნევება დავიწყე, მან აქეთ გამამხნევა. ის ძალიან დიდი იმედით უყურებს ზეგინდელ დღეს – არჩევნებს. მას მიაჩნია, რომ სასიკეთო ცვლილებები ნამდვილად მოხდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჩხეიძემ.
გუშინ სააკაშვილმა მის შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 28-ე დღეა შიმშილობს. დღეს ციხეში შევიდნენ ექიმები, რათა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეემოწმებინათ და მოემზადებინათ ანგარიში იმის შესახებ, ესაჭიროება თუ არა მას ჰოსპიტალიზაცია. თავად ექს-პრეზიდენტი, მისი პირადი ექიმი და ადვოკატები თანახმა არიან მის გადაყვანაზე მხოლოდ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში. იუსტიციის სამინისტროში კი მხოლოდ იმაზე არიან თანახმა, რომ საჭიროების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ამ დროისათვის ის ორი განაჩენის საფუძველზეა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.