https://sputnik-georgia.com/20211027/saqartvelos-sazrvarze-ukrainis-ombudsmeni-daabrkoles-nino-lomjaria-sesfotebulia-261549867.html
საქართველოს საზღვარზე უკრაინელი ომბუდსმენი დააბრკოლეს: ნინო ლომჯარია შეშფოთებულია
საქართველოს საზღვარზე უკრაინელი ომბუდსმენი დააბრკოლეს: ნინო ლომჯარია შეშფოთებულია
Sputnik საქართველო
მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიული საქართველოსთვის და ვნებს ქვეყნის რეპუტაციას, აცხადებს სახალხო დამცველი 27.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-27T22:09+0400
2021-10-27T22:09+0400
2021-10-27T23:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24101/54/241015413_0:57:1000:620_1920x0_80_0_0_8b50e628ef860751c058a8f9ede3c195.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეშფოთებულია უკრაინელი კოლეგის, ლუდმილა დენისოვას განცხადების გამო საქართველოში შემოსვლისას შექმნილი პრობლემების შესახებ.დენისოვა საქართველოში ოთხშაბათს ჩამოვიდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფლობდა დიპლომატიურ პასპორტს, იგი საქართველოს საზღვარზე დააყოვნეს და მესაზღვრეებმა მხოლოდ მას შემდეგ შემოუშვეს, რაც ზემდგომი პირებისგან მიიღეს თანხმობა. მან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებაზეც მიუთითა.დენისოვა უკვე შეხვდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. შეხვედრის შემდეგ მან მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს თხოვნით, აუცილებლობის შემთხვევაში, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ VivaMedi-ში გადაიყვანონ.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 27-ე დღეა შიმშილობს. სამედიცინო კონსილიუმმა 19 ოქტომბერს ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს მისი პირადი ექიმიც. იუსტიციის სამინისტროში მხოლოდ იმაზე არიან თანახმა, რომ საჭიროების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდეს. მათი განმარტებით, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულად გამართული ამგვარი პაციენტის მისაღებად.ექს-პრეზიდენტის ადვოკატები ფიქრობენ, რომ ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის შემთხვევაში მისი უსაფრთხოება რისკის ქვეშ იქნება.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ამ დროისათვის ის ორი განაჩენის საფუძველზეა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.
https://sputnik-georgia.com/20211027/saakasvilma-uari-tqva-samedicino-daxmarebaze-ukraineli-eqimi-261548300.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24101/54/241015413_0:17:1000:767_1920x0_80_0_0_d3efe35ac7f2f71eb566ad5257d13beb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველოს საზღვარზე უკრაინელი ომბუდსმენი დააბრკოლეს: ნინო ლომჯარია შეშფოთებულია
22:09 27.10.2021 (განახლებულია: 23:55 27.10.2021) მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიული საქართველოსთვის და ვნებს ქვეყნის რეპუტაციას, აცხადებს სახალხო დამცველი
თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეშფოთებულია უკრაინელი კოლეგის, ლუდმილა დენისოვას განცხადების გამო საქართველოში შემოსვლისას შექმნილი პრობლემების შესახებ.
დენისოვა საქართველოში ოთხშაბათს ჩამოვიდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფლობდა დიპლომატიურ პასპორტს, იგი საქართველოს საზღვარზე დააყოვნეს და მესაზღვრეებმა მხოლოდ მას შემდეგ შემოუშვეს, რაც ზემდგომი პირებისგან მიიღეს თანხმობა. მან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებაზეც მიუთითა.
„საქართველოს სახალხო დამცველი ღრმად შეშფოთებულია მისი კოლეგის, უფლებადამცველისა და მეგობარი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირისთვის საქართველოში შემოსვლის დროს შექმნილი დაბრკოლების ფაქტით. მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
დენისოვა უკვე შეხვდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. შეხვედრის შემდეგ მან მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს თხოვნით, აუცილებლობის შემთხვევაში, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ VivaMedi-ში გადაიყვანონ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 27-ე დღეა შიმშილობს. სამედიცინო კონსილიუმმა 19 ოქტომბერს ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს მისი პირადი ექიმიც. იუსტიციის სამინისტროში მხოლოდ იმაზე არიან თანახმა, რომ საჭიროების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდეს. მათი განმარტებით, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულად გამართული ამგვარი პაციენტის მისაღებად.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები ფიქრობენ, რომ ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის შემთხვევაში მისი უსაფრთხოება რისკის ქვეშ იქნება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ამ დროისათვის ის ორი განაჩენის საფუძველზეა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.