სააკაშვილმა უარი თქვა სამედიცინო დახმარებაზე - უკრაინელი ექიმი

© Facebook / Mikheil Saakashviliმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
ამასთან, ექიმმა ხაზი გაუსვა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სააკაშვილის დატოვება სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე
თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა სამედიცინო დახმარებასა და პროცედურებზე, რომლებიც მის მდგომარეობას შეამსუბუქებდა, განაცხადა უკრაინელმა ექიმმა მაქსიმ პერებინისმა პატიმართან შეხვედრის შემდეგ.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 27-ე დღეა შიმშილობს. პატიმრის პირადი ექიმი შეშფოთებულია მისი ჯანმრთელობის გამო და სამოქალაქო მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში მის გადაყვანას ითხოვს. თავის მხრივ, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაციენტს გლდანის ციხეში არსებულ №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას სთავაზობს. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები კი არ არიან დარწმუნებული, რომ ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის უსაფრთხოება სათანადოდ იქნება დაცული.
„რადგან მას დახმარებაზე უარი უთხრეს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღეიდან სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს. ის უარს ამბობს ანალიზებისა და სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე, რომლებიც მას შიმშილს გაუადვილებს“, - განუცხადა პერებინისმა ჟურნალისტებს.
უკრაინიდან სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოსული ექიმის თქმით, მას არ მისცეს შესაძლებლობა, პირადად გაესინჯა ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც შუშის მიღმა გაესაუბრა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
სააკაშვილის შიმშილობა: „ევროპის სახალხო პარტია" ხელისუფლებას მიმართავს
პერებინისმა დასძინა, რომ ციხის ადმინისტრაციამ მას სააკაშვილის ბოლო გამოკვლევების პასუხები არ გადასცა. რაც შეეხება დიაგნოზს, უკრაინელი ექიმის თქმით, ეს სამედიცინო საიდუმლოა და ამაზე საუბარი მხოლოდ პაციენტს შეუძლია.
„თუ მას სამედიცინო დახმარებას არ აღმოუჩენენ, ეს შიმშილობისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკს გაზრდის“, - აღნიშნა უკრაინელმა ექიმმა.
ამასთან, პერებინისმა ხაზი გაუსვა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სააკაშვილის დატოვება სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს ჩამოვიდა. იგი 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.
ყველა ახალი ამბავი
0