https://sputnik-georgia.com/20211028/ratom-ganaxlda-shexvedrebis-otaxshi-minis-barieri-ganmarteba-261571936.html
რატომ განახლდა შეხვედრების ოთახში მინის ბარიერი: პენიტენციური სამსახურის განმარტება
რატომ განახლდა შეხვედრების ოთახში მინის ბარიერი: პენიტენციური სამსახურის განმარტება
Sputnik საქართველო
ადმინისტრაციამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია სააკაშვილისთვის მის ადვოკატებთან შეხვედრის აკრძალვის შესახებ. 28.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-28T17:38+0400
2021-10-28T17:38+0400
2021-10-28T22:00+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261390409_0:199:1280:919_1920x0_80_0_0_46e52d0e114d4ede4119095620ee20e7.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები არ იცავენ კოვიდ-რეგულაციებს, ამიტომაც ციხის ადმინისტრაცია იძულებული გახდა შეხვედრების ოთახში მინის დამცავი ბარიერი განეახლებინა, ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.გუშინ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ციხის ადმინისტრაციამ შეხვედრების ოთახში მინის მაღალი ბარიერი დაამონტაჟა, რაც მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან კონტაქტისთვის დაბრკოლებას ქმნის და არღვევს ადვოკატსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს შორის საიდუმლო კომუნიკაციას.ციხის ადმინისტრაციის მონაცემებით, სააკაშვილი და მისი ადვოკატები მაგიდაზე დგებოდნენ და მინის დამცავი ბარიერის ზემოდან კონტაქტობდნენ. ამასთან, სააკაშვილმა უარი განაცხადა პირბადის გამოყენებაზე, რამაც ვირუსის გავრცელების რისკი გაზარდა.„ასევე არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების რისკი, რაც სხვა ადამიანებისთვის საფრთხის შემცველი შეიძლება გამხდარიყო", – აღნიშნულია განცხადებაში.როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სააკაშვილის არც ერთ ადვოკატს არ წარუდგენია კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორც ეს ციხის კანონებითაა გათვალისწინებული. რაც შეეხება ადვოკატების ბრალდებებს სააკაშვილთან გზავნილების გაცვლის შეუძლებლობის შესახებ, ციხის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ ადმინისტრაციის მეშვეობით, თუ საუბარია საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციებზე.ასევე ადმინისტრაციამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია სააკაშვილისთვის მის ადვოკატებთან შეხვედრის აკრძალვის შესახებ. ოფიციალური მონაცემებით, ექს-პრეზიდენტი 28 დღის მანძილზე – მისი დაკავების მომენტიდან ადვოკატებს 57-ჯერ შეხვდა.მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით 28-ე დღეა შიმშილობს.
https://sputnik-georgia.com/20211028/kobaxize-saakasvilis-faqtori-saqartvelo-ukrainis-urtiertobebze-ar-imoqmedebs-261565958.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261390409_0:221:985:960_1920x0_80_0_0_b885963feb226d9a19320e622f0ba3c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
რატომ განახლდა შეხვედრების ოთახში მინის ბარიერი: პენიტენციური სამსახურის განმარტება
17:38 28.10.2021 (განახლებულია: 22:00 28.10.2021) ადმინისტრაციამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია სააკაშვილისთვის მის ადვოკატებთან შეხვედრის აკრძალვის შესახებ.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები არ იცავენ კოვიდ-რეგულაციებს, ამიტომაც ციხის ადმინისტრაცია იძულებული გახდა შეხვედრების ოთახში მინის დამცავი ბარიერი განეახლებინა, ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
გუშინ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ციხის ადმინისტრაციამ შეხვედრების ოთახში მინის მაღალი ბარიერი დაამონტაჟა, რაც მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან კონტაქტისთვის დაბრკოლებას ქმნის და არღვევს ადვოკატსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს შორის საიდუმლო კომუნიკაციას.
„აღნიშნული გადაწვეტილება განპირობებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე დადგენილი რეგულაციების მუდმივი დარღვევით", – ნათქვამია განცხადებაში.
ციხის ადმინისტრაციის მონაცემებით, სააკაშვილი და მისი ადვოკატები მაგიდაზე დგებოდნენ და მინის დამცავი ბარიერის ზემოდან კონტაქტობდნენ. ამასთან, სააკაშვილმა უარი განაცხადა პირბადის გამოყენებაზე, რამაც ვირუსის გავრცელების რისკი გაზარდა.
„ასევე არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების რისკი, რაც სხვა ადამიანებისთვის საფრთხის შემცველი შეიძლება გამხდარიყო", – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სააკაშვილის არც ერთ ადვოკატს არ წარუდგენია კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორც ეს ციხის კანონებითაა გათვალისწინებული.
რაც შეეხება ადვოკატების ბრალდებებს სააკაშვილთან გზავნილების გაცვლის შეუძლებლობის შესახებ, ციხის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ ადმინისტრაციის მეშვეობით, თუ საუბარია საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციებზე.
ასევე ადმინისტრაციამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია სააკაშვილისთვის მის ადვოკატებთან შეხვედრის აკრძალვის შესახებ. ოფიციალური მონაცემებით, ექს-პრეზიდენტი 28 დღის მანძილზე – მისი დაკავების მომენტიდან ადვოკატებს 57-ჯერ შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით 28-ე დღეა შიმშილობს.