რატომ დაშორდა პრინც ჰარის შეყვარებული კეიტისა და უილიამის ქორწილში დასწრების შემდეგ

© AP Photo / Matt Dunhamპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
2011 წლის 29 აპრილს მთელი მსოფლიო აღფრთოვანებული იყო პრინცი უილიამისა და კეიტ მიდლტონის ქორწილით ვესტმინსტერის სააბატოში. კეიტ მიდლტონის ცხოვრება სრულიად შეიცვალა, როდესაც ის კემბრიჯის ჰერცოგინია გახდა და დედოფალ ელისაბედ მეორის ოჯახს შეუერთდა. მაგრამ ამ დღემ ასევე გავლენა იქონია პრინცი ჰარის – პრინც უილიამის უმცროსი ძმის ცხოვრებაზე.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
„ალკოჰოლის სუნი ასდიოდა“: ამერიკელმა ტელეწამყვანმა პრინცი ჰარის დამოკიდებულებებზე ისაუბრა
იმ დროს პრინცი ჰარი ურთიერთობაში იყო ჩელსი დევისთან. თუ არ გაგიგიათ ამ ულამაზესი ქერას სახელი, ის არის ზიმბაბველი ბიზნესმენის ქალიშვილი, რომელსაც პრინცესა დიანას ვაჟი სკოლიდან იცნობს. მათ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩელსი დაეხმარა პრინც ჰარის მის ცხოვრებაში ძალიან რთულ მომენტებში. მხოლოდ ის იყო, რომ გოგონას უჭირდა ყურადღების ცენტრში ყოფნა.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
მოღალატე პრინცი: რატომ შეხვდა ყოფილ შეყვარებულს ჰარი ქორწილამდე?
საბოლოოდ, პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის სამეფო ქორწილში ქალმა გააცნობიერა, რომ მას არ სურდა ასეთი ცხოვრება. წიგნში „ძმების ბრძოლა“ მწერალმა რობერტ ლისიმ განმარტა, რომ ჩელსი დევიმ პრინც ჰარისთან ურთიერთობა სწორედ სამეფო ქორწილის შემდეგ დაასრულა.
„მეგობრის თქმით, მან ჰარის უთხრა, რომ ის ვერასდროს შეძლებდა ისეთი მსხვერპლის გაღებას, რაც კეიტმა გააკეთა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პრესის მუდმივ ყურადღებას”, – ვკითხულობთ წიგნში, იუწყება Mirror-ი.
ყველა ახალი ამბავი
0