„ალკოჰოლის სუნი ასდიოდა“: ამერიკელმა ტელეწამყვანმა პრინცი ჰარის დამოკიდებულებებზე ისაუბრა

© AFP 2024 / JEREMY SELWYNპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
პრინცი ჰარის და მეგან მარკლის წყვილი მუდამ ყურადღების ცენტრშია.
ამერიკელმა ტელეწამყვანმა კეტი კურიკმა თავის მემუარებში ისაუბრა 2014 წელს პრინც ჰარისთან შეხვედრაზე, რომელსაც, მისი თქმით, ბრაზილიაში პოლოს მატჩზე შეხვდა და იმ დროს პრინცი დაახლოებით 30 წლის იყო. კურიკმა აღნიშნა, რომ მაშინ პრინცესა დიანას უმცროსი ვაჟი ძალიან ცელქი იყო და სიგარეტის და ალკოჰოლის სუნი ასდიოდა – „სუნი პირდაპირ ყველა უჯრედიდან გამოდიოდა“.
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ნიუ-იორკში ბარში დააფიქსირეს – წყვილს დაცვის 20 წევრი იცავს
აღსანიშნავია, რომ სასექსის ჰერცოგმა დოკუმენტურ ფილმში „მე შენ ვერ გხედავ“, რომელიც მან ოპრა უინფრისთან ერთად გადაიღო, თავად აღიარა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ნამდვილად განიცდიდა ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ფონზე.

„მე მზად ვიყავი დალევისა და ნარკოტიკების მიღებისთვის, მზად ვიყავი გამეკეთებინა ყველაფერი, რასაც შეეძლო დედის დაკარგვით გამოწვეული გრძნობები დაეცხრო. თანდათან მივხვდი, რომ ორშაბათიდან პარასკევამდე არ ვსვამ, რაც კარგია. თუმცა, შაბათ-კვირას იმდენივეს დალევა შემეძლო, რამდენისაც ერთ კვირაში. შემდეგ მივხვდი, რომ ვსვამ არა იმიტომ, რომ მომწონს, არამედ ტკივილის შესამსუბუქებლად“, – თქვა პრინცმა ჰარიმ და გაიხსენა, თუ როგორ განიცდიდა დედის გარდაცვალებას.

ერთ დროს პრინცი ჰარი იყო სკანდალური ქრონიკის ვარსკვლავი: ის პაპარაცებთან იბრძოდა, გარბოდა და რეაბილიტაციის ცენტრშიც კი მკურნალობდა. სხვათა შორის, მეგან მარკლი მას დაეხმარა „გაუთავებელი ხალისის“ მდგომარეობიდან გამოსვლაში, მისი თქმით, მან წაიყვანა შეყვარებული ფსიქოთერაპევტთან, რომელიც მას ფსიქიკურ ჭრილობებთან გამკლავებაში ეხმარებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0