მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ნიუ-იორკში ბარში დააფიქსირეს – წყვილს დაცვის 20 წევრი იცავს

© AP Photo / Kirsty Wigglesworthმეგან მარკლი და პრინცი ჰარი
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ერთ-ერთ ძვირდაღირებულ ბარში დააფიქსირეს.
სამეფო ოჯახის ყოფილი წევრები პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პაპარაცებმა ცოტა ხნის წინ მეგობრებთან ერთად ნიუ-იორკში, სასტუმრო Carlyle-ში მდებარე Bemelmans-ის ბარში შენიშნეს.
ძვირადღირებულ სასტუმროში, სადაც ერთი ღამის გატარება 1300 ევრო ღირს, პრინცი ჰარი ორჯერ იყო, ერთხელ მეგანთან და მის მეგობრებთან ერთად, მეორედ კი მეგანის გარეშე. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, სამეფო ოჯახის ყოფილი წევრები დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ, მათ მანქანას 10 დამატებითი მანქანა და დაცვის 20-მდე თანამშრომელი მოჰყვა.
მაყურებელი მეგანისა და ჰარის წყვილს მომავალ შაბათ-კვირას Central Park-ში global TV event Global Citizen ლაივზე იხილავს.
ყველა ახალი ამბავი
0