მოღალატე პრინცი: რატომ შეხვდა ყოფილ შეყვარებულს ჰარი ქორწილამდე?

© AFP 2024 / STRპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ურთიერთობაზე სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი.
როდესაც პრინცმა ჰარიმ 2018 წელს მეგან მარკლი გაიცნო, ფარულად შეხვდა სხვა გოგოს. პრინცი 2004 წლიდან 6 წელი ხვდებოდა ჩელსი დეივის, ზიმბაბველი ბიზნესმენის ქალიშვილს. დედოფლის მწერალმა რიჩარდ კეიმ ერთხელ თქვა:

„მათ აქვთ ძალიან ცვალებადი ურთიერთობა: საშინლად ჩხუბობენ, ყვირიან, მაგრამ შემდეგ ისინი კვლავ ერთად არიან და ეჭვი მაქვს, რომ თუ რაიმე კატასტროფული არ მოხდება, ისინი დაქორწინდებიან, მაგრამ ეს იქნება ძალიან მშფოთვარე ქორწინება“.

წყვილი 2010 წელს დაშორდა და შემდეგ ჩელსი დეივი აღნიშნავდა, რომ უჭირდა გამკლავებოდა მისდამი პრესის ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიიჩნევს, რომ წყვილი 2010 წელს დაიშალა, მწერალი კეტი ნიკოლი ირწმუნება, რომ დეივი და ჰარი 2015 წლის ზაფხულში ცდილობდნენ შერიგებას.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
„ალკოჰოლის სუნი ასდიოდა“: ამერიკელმა ტელეწამყვანმა პრინცი ჰარის დამოკიდებულებებზე ისაუბრა
პრესისგან ფარულად წყვილმა შერიგება სცადა, მაგრამ ისევ არაფერი გამოუვიდათ. „ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არც ერთ მათგანს არ სურდა მთლიანად დაეტოვებინა ეს სასიყვარულო ურთიერთობა”, – თქვა ნიკოლმა.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
პრინცი ჰარის ყოფილი მეგობარი გოგონები - ოცამდე რომანი ცნობილ ქალებთან
დეივისთან დაშორებიდან ერთი წლის შემდეგ ჰარი შეხვდა მეგან მარკლს, რომელიც მას შეუყვარდა. ცნობილია, რომ 2016 წლის ზაფხულში წყვილი ბრმა პაემანზე წავიდა ქალაქ ლონდონში, სოჰო ჰაუსში, დინის ქუჩაზე მდებარე ქალაქურ სახლში.
სამეფო ბიოგრაფი ომიდ სკობი ირწმუნებოდა, რომ მეგანმა ჰარის შესახებ საერთო მეგობრის საშუალებით შეიტყო. წყვილის ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა. მესამე პაემანზე მეგანი და ჰარი გაფრინდნენ ბოტსვანაში და ერთად გაატარეს დრო ჩვეულებრივ კარავში. უკვე 2017 წლის ნოემბერში ჰერცოგებმა გამოაცხადეს ნიშნობა და 2018 წლის მაისში ისინი ოფიციალურად გახდნენ ცოლ-ქმარი.
ყველა ახალი ამბავი
0