https://sputnik-georgia.com/20211025/bregadze-konsiliumis-wevrebs-cixis-saavadmyofis-teritoriaze-daushveben-261457171.html
ბრეგაძე: კონსილიუმის წევრებს ციხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაუშვებენ
ბრეგაძე: კონსილიუმის წევრებს ციხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაუშვებენ
Sputnik საქართველო
დაცვის მხარემ სახალხო დამცველს უკვე მიმართა მონაწილეობა მიიღოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის პროცესში. 25.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-25T12:41+0400
2021-10-25T12:41+0400
2021-10-25T12:41+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_15:113:1166:761_1920x0_80_0_0_9597a3669fed647d97c7e9c0526750d7.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ №18 სამკურნალო დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აღნიშნული დაწესებულების დათვალიერების შემდეგ.მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 25-ე დღეა შიმშილობს. ექიმების კონსილიუმმა 19 ოქტომბერს მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მედიკოსების თქმით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკული არაა, მისი ჰოსპიტალიზაცია კი შიმშილობით გამოწვეული გართულებების პროფილაქტიკისთვისაა საჭირო. უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, იუსტიციის მინისტრი №18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ პირობებს, სადაც აუცილებლობის შემთხვევაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო.როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: ყიფშიძის განცხადება>>>„ექიმების განცხადებით, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულად გამართული პაციენტის მისაღებად", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, №18 დაწესებულების კლინიკას აქვს სრული აღჭურვილობა, რათა მან აწარმოოს უსაფრთხო სერვისი როგორც გადაუდებელი დახმარების, ისე ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის მიმართულებით.სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას მათ დაათვალიერეს ლაბორატორია, რეანიმაციული განყოფილება და გაეცნენ ყველა იმ მომსახურებას, რომელსაც სთავაზობენ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს.სახალხო დამცველმა გლდანის ციხის საავადმყოფო შეამოწმა: ომბუდსმენის ანგარიში>>>გუშინ №18 სამკურნალო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა დაათვალიერა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მისი განცხადებით, აღნიშნული დაწესებულება სრულფასოვნად არ შეესაბამება სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნას და რეკომენდაციებს, ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიონ ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის. თავად ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია.მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მტკიცებით, ციხის საავადმყოფოში მათ დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. როგორც ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, გლდანის ციხეში იგეგმება იმიტირებული ბუნტი სააკაშვილის ლიკვიდაციის მიზნით.საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ამ დროისათვის ის ორი განაჩენის საფუძველზე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_301:150:1116:761_1920x0_80_0_0_cf76c2566928e624eec969a388e7b959.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
ბრეგაძე: კონსილიუმის წევრებს ციხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაუშვებენ
დაცვის მხარემ სახალხო დამცველს უკვე მიმართა მონაწილეობა მიიღოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის პროცესში.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ №18 სამკურნალო დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აღნიშნული დაწესებულების დათვალიერების შემდეგ.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 25-ე დღეა შიმშილობს. ექიმების კონსილიუმმა 19 ოქტომბერს მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მედიკოსების თქმით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკული არაა, მისი ჰოსპიტალიზაცია კი შიმშილობით გამოწვეული გართულებების პროფილაქტიკისთვისაა საჭირო.
უწყების
პრეს-სამსახურის ცნობით, იუსტიციის მინისტრი №18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ პირობებს, სადაც აუცილებლობის შემთხვევაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო.
„ექიმების განცხადებით, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულად გამართული პაციენტის მისაღებად", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, №18 დაწესებულების კლინიკას აქვს სრული აღჭურვილობა, რათა მან აწარმოოს უსაფრთხო სერვისი როგორც გადაუდებელი დახმარების, ისე ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის მიმართულებით.
„ეს რეანიმაციული განყოფილება, რომელიც ორ ადგილზეა გათვალისწინებული, აღჭურვილია უახლესი აპარატურით, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატით, დეფიბრილატორით, კარდიომონიტორით, ინფუზიის აპარატით, რაც აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის შემთხვევაში სითხეების და ელექტროლიტების გადასხმისა და მონიტორინგისთვის. გარდა ამისა პერსონალი, რომელიც მობილიზებულია კონკრეტულად ამ განყოფილებაში სამუშაოდ, არის ძალზედ გამოცდილი, უდიდესი კვალიფიკაციის", - განაცხადა გაბუნიამ.
სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას მათ დაათვალიერეს ლაბორატორია, რეანიმაციული განყოფილება და გაეცნენ ყველა იმ მომსახურებას, რომელსაც სთავაზობენ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს.
გუშინ №18 სამკურნალო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა დაათვალიერა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მისი განცხადებით, აღნიშნული დაწესებულება სრულფასოვნად არ შეესაბამება სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნას და რეკომენდაციებს, ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიონ ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის.
თავად ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მტკიცებით, ციხის საავადმყოფოში მათ დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. როგორც ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, გლდანის ციხეში იგეგმება იმიტირებული ბუნტი სააკაშვილის ლიკვიდაციის მიზნით.
საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ამ დროისათვის ის ორი განაჩენის საფუძველზე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.