საცხოვრებელი ფართები კიდევ 65 დევნილ ოჯახს გადაეცემა

© photo: Sputnik / Stringerსაცხოვრებელი კორპუსი
საცხოვრებელი კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა და მათთვის საცხოვრებელი ფართების უსასყიდლოდ დაკანონება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში 65 დევნილ ოჯახს ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა, შესაბამისი განკარგულება მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე დაამტკიცეს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
სოფლის დასახლება - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
198 დევნილ პირს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცა
ქვეყნის მასშტაბით, 2012 წლიდან სახელმწიფოსგან ათასობით დევნილმა ოჯახმა უკვე მიიღო საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ყველა ახალი ამბავი
0