https://sputnik-georgia.com/20211018/198-devnil-ojaxs-miwis-nakvetebi-gadaeca-260641345.html
198 დევნილ პირს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცა
198 დევნილ პირს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცა
Sputnik საქართველო
დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 18.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-18T14:03+0400
2021-10-18T14:03+0400
2021-10-18T20:24+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1d/249095979_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_87cf5470c3417bd1489ee10d4906c012.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. იძულებით გადაადგილებულ პირებს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცემა. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.მთავრობამ დაამტკიცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 198 დევნილ პირს მიწის ნაკვეთი დაუკანონდება.აღნიშნული მიწის ნაკვეთები გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს და მათი ფაქტობრივი მფლობელები დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილი პირები არიან.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
https://sputnik-georgia.com/20211008/marneulshi-devnili-ojaxebistvis-soplis-tipis-dasaxleba-ashenda-260352805.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1d/249095979_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_6b05a750d48497a1ba1bbd158ee3394c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა
საზოგადოება, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა
198 დევნილ პირს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცა
14:03 18.10.2021 (განახლებულია: 20:24 18.10.2021) დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. იძულებით გადაადგილებულ პირებს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცემა. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
მთავრობამ დაამტკიცა
განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 198 დევნილ პირს მიწის ნაკვეთი დაუკანონდება.
აღნიშნული მიწის ნაკვეთები გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს და მათი ფაქტობრივი მფლობელები დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილი პირები არიან.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.