https://sputnik-georgia.com/20211024/yurznis-gadammusavebeli-kooperativi-rvinos-eqsportze-svedetsi-gaitans-261440040.html
ყურძნის გადამმუშავებელი კოოპერატივი ღვინოს ექსპორტზე შვედეთში გაიტანს
ყურძნის გადამმუშავებელი კოოპერატივი ღვინოს ექსპორტზე შვედეთში გაიტანს
Sputnik საქართველო
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლამიანი“ 21 ადგილობრივ მევენახეს აერთიანებს, კოოპერატივის წევრთა მფლობელობაშია 20 ჰექტარზე მეტი ვენახი. 24.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-24T12:40+0400
2021-10-24T12:40+0400
2021-10-24T12:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24088/34/240883477_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_1b6bf6fca2956f03fd401656f84fd012.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი ყურძნის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმო „ლამიანი“ ღვინოს ექსპორტზე შვედეთში გაიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლამიანი“ ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით საწარმოს შესაქმნელად ჯამში 900 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500 ათასი ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. საწარმოში წელს პირველად 400 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.უწყების ინფორმაციით, პროგრამის „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში, 26 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული, მათ შორის, კახეთის რეგიონიდან - 24, იმერეთიდან -1 , რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთიდან - 1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების თანხა 12,4 მლნ ლარს შეადგენს.პროგრამაში მონაწილეობენ კოოპერატივები, რომლებშიც მინიმუმ 20 მეპაიეა და თითოეულ მეპაიეს აქვს მინიმუმ 0,1 ჰექტარი ვენახი მაღალმთიან რეგიონში, ან 0,3 ჰექტარი ვენახი ბარში.პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებმა მიიღებს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა.
https://sputnik-georgia.com/20211023/sveicariasi-qartuli-rvinis-pirveli-galerea-gaixsna-261421531.html
https://sputnik-georgia.com/20180424/mzadeba-rTvlisTvis-saxelmwifo-mevenaxeebs-mosavlis-gadamuSavebaSi-daexmareba-240181794.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24088/34/240883477_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_2077d6370d555a4268a5869b62c34421.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო
ყურძნის გადამმუშავებელი კოოპერატივი ღვინოს ექსპორტზე შვედეთში გაიტანს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლამიანი“ 21 ადგილობრივ მევენახეს აერთიანებს, კოოპერატივის წევრთა მფლობელობაშია 20 ჰექტარზე მეტი ვენახი.
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი ყურძნის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმო „ლამიანი“ ღვინოს ექსპორტზე შვედეთში გაიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლამიანი“ ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით საწარმოს შესაქმნელად ჯამში 900 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500 ათასი ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. საწარმოში წელს პირველად 400 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია არის კარგი საშუალება იმისათვის, რომ გაერთიანდეს რამდენიმე ფერმერი და შეამციროს პროდუქციის თვითღირებულება როგორც პირველადი წარმოებისას, ასევე, გადაამუშაოს პროდუქცია და მეტი შემოსავალი მიიღოს დამატებითი ღირებულების სახით“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.
უწყების ინფორმაციით, პროგრამის „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში, 26 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული, მათ შორის, კახეთის რეგიონიდან - 24, იმერეთიდან -1 , რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთიდან - 1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების თანხა 12,4 მლნ ლარს შეადგენს.
პროგრამაში მონაწილეობენ კოოპერატივები, რომლებშიც მინიმუმ 20 მეპაიეა და თითოეულ მეპაიეს აქვს მინიმუმ 0,1 ჰექტარი ვენახი მაღალმთიან რეგიონში, ან 0,3 ჰექტარი ვენახი ბარში.
პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებმა მიიღებს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა.