https://sputnik-georgia.com/20211023/sveicariasi-qartuli-rvinis-pirveli-galerea-gaixsna-261421531.html
შვეიცარიაში ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა
შვეიცარიაში ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა
Sputnik საქართველო
ციურიხში გახსნილი ქართული ღვინის გალერეა მყიდველს 12 ქართველი მწარმოებლის სხვადასხვა სახეობის ღვინოს შესთავაზებს. 23.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-23T13:30+0400
2021-10-23T13:30+0400
2021-10-23T13:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259326096_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_ce86d8b13935c3b9efeb7b13454a5fce.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სამინისტროს ცნობით, გალერეის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცეპრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ესწრებოდა.შვეიცარიაში ქართული ღვინის პირველი გალერეა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი ბიზნესწრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.დავითაშვილის თქმით, გალერეა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის წინსვლას, რაც სამიზნე ბაზრებზე მას უფრო მეტად პოპულარულს გახდის.სამინისტროს ცნობით, ქართული ღვინის გალერეის გახსნის იდეა ციურიხში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენ ზვიად არაბიძეს ეკუთვნის. მისივე ინიციატივით გაიხსნა და ფუნქციონირებს ციურიხში საკვირაო სკოლა და ბიბლიოთეკა ქართული დიასპორისთვის.ზვიად არაბიძის განცხადებით, 8 ათას წლიანი ისტორიის მქონე ქართულ ღვინოს შვეიცარიაში ადგილის დამკვიდრება არ გაუჭირდება.არაბიძე იმედოვნებს, რომ შვეიცარიაში გახსნილი ქართული ღვინის პირველი გალერეა მომხმარებელს მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიან ღვინოს შესთავაზებს და დაინტერესებულ პირებს ქართული ღვინის კულტურას და ისტორიას გააცნობს.
https://sputnik-georgia.com/20211020/tokioshi-qartuli-gvino-daagemovnes-261325634.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259326096_235:0:2048:1360_1920x0_80_0_0_bdc2293ba81d7eb6260180f6dece6a53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო
შვეიცარიაში ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა
ციურიხში გახსნილი ქართული ღვინის გალერეა მყიდველს 12 ქართველი მწარმოებლის სხვადასხვა სახეობის ღვინოს შესთავაზებს.
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, გალერეის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცეპრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ესწრებოდა.
შვეიცარიაში ქართული ღვინის პირველი გალერეა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი ბიზნესწრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
დავითაშვილის თქმით, გალერეა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის წინსვლას, რაც სამიზნე ბაზრებზე მას უფრო მეტად პოპულარულს გახდის.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი მსყიდველობის შესაძლებლობის ბაზრებზე ჩვენი ღვინის წარმოჩენა. ისეთი ცენტრები, როგორიც ახალი გალერეაა, დიასპორის ჩართულობით, ხელს უწყობს ქართული ღვინის წარმოჩენას როგორც შვეიცარიაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სამინისტროს ცნობით, ქართული ღვინის გალერეის გახსნის იდეა ციურიხში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენ ზვიად არაბიძეს ეკუთვნის. მისივე ინიციატივით გაიხსნა და ფუნქციონირებს ციურიხში საკვირაო სკოლა და ბიბლიოთეკა ქართული დიასპორისთვის.
ზვიად არაბიძის განცხადებით, 8 ათას წლიანი ისტორიის მქონე ქართულ ღვინოს შვეიცარიაში ადგილის დამკვიდრება არ გაუჭირდება.
არაბიძე იმედოვნებს, რომ შვეიცარიაში გახსნილი ქართული ღვინის პირველი გალერეა მომხმარებელს მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიან ღვინოს შესთავაზებს და დაინტერესებულ პირებს ქართული ღვინის კულტურას და ისტორიას გააცნობს.