https://sputnik-georgia.com/20211020/tokioshi-qartuli-gvino-daagemovnes-261325634.html
ტოკიოში ქართული ღვინო დააგემოვნეს
ტოკიოში ქართული ღვინო დააგემოვნეს
Sputnik საქართველო
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენის მიზანი მომხმარებლებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ღვინით ვაჭრობის ბაზარზე გაყიდვების ხელშეწყობა იყო. 20.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-20T13:17+0400
2021-10-20T13:17+0400
2021-10-20T18:47+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24088/34/240883477_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_1b6bf6fca2956f03fd401656f84fd012.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.ღონისძიებას ღვინის ადგილობრივი იმპორტიორები, ასევე რესტორნების, ღვინის ბარებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა. კენიჩი ოჰაშის მიერ წარდგენილი პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის, ვაზის ადგილობრივი ჯიშებისა და ღვინის დაყენების მეთოდების მრავალფეროვნებას, ასევე ქართული ღვინის იაპონურ სამზარეულოსთან შეხამების გამოცდილებას მოიცავდა.დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 13 ქართული ღვინო, რომელთაგან ორი იაპონიის ბაზარზე უკვე წარმატებით იყიდება.იაპონია მრავალი წელია საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, სადაც პრემიუმ–ხარისხის ძვირადღირებული ღვინოები გადის.
https://sputnik-georgia.com/20211009/qartuli-rvinis-eqsporti-kvlav-izrdeba-axali-statistika-260385439.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24088/34/240883477_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_2077d6370d555a4268a5869b62c34421.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო
ტოკიოში ქართული ღვინო დააგემოვნეს
13:17 20.10.2021 (განახლებულია: 18:47 20.10.2021) ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენის მიზანი მომხმარებლებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ღვინით ვაჭრობის ბაზარზე გაყიდვების ხელშეწყობა იყო.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ღონისძიებას ღვინის ადგილობრივი იმპორტიორები, ასევე რესტორნების, ღვინის ბარებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა.
კენიჩი ოჰაშის მიერ წარდგენილი პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის, ვაზის ადგილობრივი ჯიშებისა და ღვინის დაყენების მეთოდების მრავალფეროვნებას, ასევე ქართული ღვინის იაპონურ სამზარეულოსთან შეხამების გამოცდილებას მოიცავდა.
დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 13 ქართული ღვინო, რომელთაგან ორი იაპონიის ბაზარზე უკვე წარმატებით იყიდება.
„ღონისძიების სტუმრებმა სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი ქართული ღვინოების საბაზრო პოტენციალზე, საექსპორტო ფასსა და წარმოების მასშტაბების პერსპექტივებზე შეფასებები გააკეთეს. ამასთან ერთად, განხილული იყო იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის განხორციელების ტექნიკური საკითხებიც“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
იაპონია მრავალი წელია საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, სადაც პრემიუმ–ხარისხის ძვირადღირებული ღვინოები გადის.