მზადება რთვლისთვის: სახელმწიფო მევენახეებს მოსავლის გადამუშავებაში დაეხმარება

© photo: Sputnik / STRINGERრთველი
რთველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო პროგრამა მოსავლის გადამუშავებისთვის მევენახეების კოოპერატივებისთვის დანადგარების მიწოდებას ითვალისწინებს

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. მევენახეთა კოოპერატივებს დაეხმარებიან მოსავლის გადამუშავებაში და მეტი შემოსავლის მიღებაში, ნათქვამია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მეორე წელია მუშაობს. გასულ წელს პროგრამის ფარგლებში კახეთში ღვინის წარმოების სამი საწარმო გაიხსნა.

რეგისტრაციის გავლა კოოპერატივების პროგრამაში მონაწილეობისთვის შესაძლებელია სააგენტოს ვებ-გვერდზე 11 მაისის ჩათვლით.

რთველი - Sputnik საქართველო
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: „რთველი 2017" უპრეცედენტოდ წარმატებით დასრულდა

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კოოპერატივებს, რომლებიც მინიმუმ 20 მეპაიეა, თუ თითოეულ მეპაიეს აქვს მინიმუმ 0,1 ჰექტარი ვენახი მაღალმთიან რეგიონში, ან 0,3 ჰექტარი ვენახი ბარში.

ასეთი კოოპერატივი მიიღებს დანადგარს 100 ტონა ყურძნის გადამუშავებისთვის, რომელსაც კოოპერატივებისთვის წარდგენილ ფართზე დადგამენ. ამგვარად, მევენახეები მოგებას მიიღებენ არა მხოლოდ ყურძნის გაყიდვის, არამედ ასევე საკუთარი ღვინის რეალიზებისგან.

2017 წელს რთველზე გადაამუშავეს დაახლოებით 130 ათასი ტონა ყურძენი, ხოლო მოსახლეობის შემოსავლებმა დაახლოებით 150 მილიონი ლარი შეადგინა.

ქართული ღვინის პოპულარობა მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება. 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ექსპორტზე გაიტანა 40,5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების 17,7 მლნ ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინო. ქართული ღვინის მთავარი იმპორტიორები არიან რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი.

 

ყველა ახალი ამბავი
0