პეკინში ქართული ღვინო დააგემოვნეს

© photo: Sputnikქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
გამოწერა
სტუმრებს 20-მდე ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის, მათ შორის ქვევრის ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. ჩინეთში, პეკინის ინოვაციების ცენტრში ღონისძიება სახელწოდებით „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გაიმართა, ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული, ესწრებოდნენ პეკინში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, ჩინეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ასევე, წამყვანი მედია საშუალებები.
უწყების ცნობით, საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინის უნიკალური კულტურის შესახებ ინფორმაცია გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვევრის ღვინის წარმოებაზე.
ღონისძიებაზე დოკუმენტური ფილმი ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესახებ აჩვენეს. ასევე, გაიმართა ქართველი მოქანდაკის ალექსანდრე გელაშვილის ნამუშევრების გამოფენა.
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
ქართული ღვინის ექსპორტი კვლავ იზრდება - ახალი სტატისტიკა
2021 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა (0,75 ლ) ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 12%-ით მეტია. ჩინეთი შდის ქვეყნების ხუთეულში, რომლებიც ქართულ ღვინოს დიდი მოცულობით ყიდულობენ.
ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 168 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 11%-ით მეტია.
დღეს ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა ასევე ნიუ-იორკში, ხოლო შვეიცარიაში ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0