„მამობა უნდა ჩამოერთვას“ - ანასტასია შატალოვას ოჯახი ბავშვის მეურვეობისთვის იბრძოლებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
გამოწერა
როგორც ცნობილია, ბავშვის მეურვეობის საკითხზე სასამართლო დავა მშობლებს ადრეც ჰქონდათ, თუმცა მოგვიანებით საქმე მორიგებით დასრულდა და შვილი ანასტასია შატალოვას დაუბრუნეს.
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას ოჯახი ბავშვზე მეურვეობისთვის ბრძოლას იწყებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გუშინ მეურვეობის მულტიფუნქციური საბჭოს გადაწყვეტილებით მოკლული ანასტასია შატალოვას მცირეწლოვანი შვილი მამის, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადავიდა.
მოკლულის მამა, სერგეი შატალოვი აცხადებს, რომ ბერიძე მოძალადეა და მას მამობის უფლება არ უნდა ქონდეს.

„...ვიბრძოლებთ სამართლებრივი გზებით. ზურაბ ბერიძეს არ აქვს უფლება იყოს მამა, რადგან არსებობს ბევრი მტკიცებულება მის წინააღმდეგ. ის ანასტასიას ემუქრებოდა და მას ფიზიკურად უსწორდებოდა. თუ ზურაბი დანაშაულის შემკვეთი არ არის, ის მუქარის გამო უნდა მიეცეს პასუხისგებაში“, - განაცხადა ანასტასია შატალოვას მამამ.

მისივე განცხადებით, ბოლომდე იბრძოლებს შვილიშვილის მეურვეობის მოსაპოვებლად, თუმცა ბავშვის ქვეყნიდან წაყვანას არ აპირებს და ზურაბ ბერიძეს მისი ნახვის საშუალება ექნება.
Патрульная полиция - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
მოკლული ანასტასია შატალოვას შვილი მამას გადაეცა: მეურვეობის საბჭოს გადაწყვეტილება
რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა 17–18 ოქტომბრის ღამეს, დაახლოებით 00:30 საათზე საბურთალოს რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დანაშაული იმ სახლის სადარბაზოსთან მოხდა, სადაც ქალი ბინას ქირაობდა. რამდენიმე საათში საქმეზე დააკავეს ორი პირი, ერთი – მკვლელობის ბრალდებით, მეორე – დანაშაულში თანამონაწილეობისთვის. მოგვიანებით პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავა.
შატალოვას შესახებ საზოგადოებაში ცნობილი გახდა მის მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ, რომელშიც ქალი ბათუმის ვიცე-მერ ზურაბ ბერიძესთან კონფლიქტზე საუბრობდა, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავდა.
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
შატალოვას საქმეზე დაკავებულ სამ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემდეგ მალევე პოლიციამ ზურაბ ბერიძის სახლიც გაჩხრიკა, რომელთანაც გარდაცვლილს საერთო შვილის გამო კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეში ბერიძე ფიგურირებს თუ არა, შსს-ში ამის თაობაზე განცხადება არ გაკეთებულა.
ამასთან, ბავშვის მეურვეობის საკითხზე სასამართლო დავა ანასტასია შატალოვას და ზურაბ ბერიძეს ადრეც ჰქონდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს ბავშვი წაყვანილი ჰყავდა და ქალისთვის დედობის უფლების ჩამორთმევას ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით საქმე მორიგებით დასრულდა და დედას შვილი დაუბრუნეს.
ყველა ახალი ამბავი
0