https://sputnik-georgia.com/20211020/sataloovas-saqme-sam-pirs-patimroba-ssefarda-261340667.html
შატალოვას საქმეზე დაკავებულ სამ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
შატალოვას საქმეზე დაკავებულ სამ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
Sputnik საქართველო
რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა გუშინწინ თბილისში მოკლეს. 20.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-20T17:24+0400
2021-10-20T17:24+0400
2021-10-20T22:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23403/19/234031952_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_0a12f1c37a1e813ebb697a9b15aa2c91.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვას მკველობის საქმის ფიგურანტებს – ბექა ლატარიას, ლევან რაჯაევს და ბიძინა ხასიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა 17–18 ოქტომბრის ღამეს, დაახლოებით 00:30 საათზე საბურთალოს რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დანაშაული იმ სახლის სადარბაზოსთან მოხდა, სადაც ქალი ბინას ქირაობდა. რამდენიმე საათში საქმეზე დააკავეს ორი პირი, ერთი – მკვლელობის ბრალდებით, მეორე – დანაშაულში თანამონაწილეობისთვის, მიგვიანებით პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავა.დაკავებულებს ბრალი პროკურატურამ დღეს, დილით წარუდგინა. ისინი ბრალს არ აღიარებენ, ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, დაკავების დროს მათზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს.შატალოვას შესახებ საზოგადოებაში ცნობილი გახდა მის მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ, რომელშიც ქალი ბათუმის ვიცე-მერ ზურაბ ბერიძესთან კონფლიქტზე საუბრობდა, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავდა.ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემდეგ მალევე პოლიციამ ზურაბ ბერიძის სახლიც გაჩხრიკა, რომელთანაც გარდაცვლილს საერთო შვილის გამო კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეში ბერიძე ფიგურირებს თუ არა, შსს-ში ამის თაობაზე განცხადება არ გაკეთებულა.ერთ-ერთ დაკავებულს, ბექა ლატარიას ბრალი შატალოვას განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-მოხმარების მუხლით აქვს წარდგენილი. გამოძიების ინფორმაციით, შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე სწორედ მან ესროლა. დანაშაული 8 წლიდან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.კიდევ ერთ ბრალდებულს, ლევან რაჯაევს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება. სწორედ მისი ბინის ჩხრეკისას დააკავეს ბიძინა ხასია, რომელსაც გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება. დაკავებისას ხასიამ პოლიციელების მისამართით აივნიდან ხელყუმბარა ისროლა.ლევან რაჯაევის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის მუხლებით არის დაწყებული, რაც პატიმრობას ასევე 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბიძინა ხასიას კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე მოუწევს საპატიმროში ყოფნა. მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და მართლსაწინააღმდეგო ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის მუხლებით მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20211019/anastasia-satalovas-mkvleloba-moskovma-saqartvelos-damartlebrivi-daxmareba-stxova-261312952.html
https://sputnik-georgia.com/20211018/sss-rusetis-moqalaqis-mkvlelobis-saqmeze-aqtiuri-sagamoziebo-ronisziebebi-mimdinareobs-260660728.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23403/19/234031952_254:190:2048:1536_1920x0_80_0_0_78604c71aa41422514fa5738ca42772a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
შატალოვას საქმეზე დაკავებულ სამ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
17:24 20.10.2021 (განახლებულია: 22:05 20.10.2021) რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა გუშინწინ თბილისში მოკლეს.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვას მკველობის საქმის ფიგურანტებს – ბექა ლატარიას, ლევან რაჯაევს და ბიძინა ხასიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა 17–18 ოქტომბრის ღამეს, დაახლოებით 00:30 საათზე საბურთალოს რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დანაშაული იმ სახლის სადარბაზოსთან მოხდა, სადაც ქალი ბინას ქირაობდა. რამდენიმე საათში საქმეზე დააკავეს ორი პირი, ერთი – მკვლელობის ბრალდებით, მეორე – დანაშაულში თანამონაწილეობისთვის, მიგვიანებით პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავა.
დაკავებულებს ბრალი პროკურატურამ დღეს, დილით წარუდგინა. ისინი ბრალს არ აღიარებენ, ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, დაკავების დროს მათზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს.
შატალოვას შესახებ საზოგადოებაში ცნობილი გახდა მის მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ, რომელშიც ქალი ბათუმის ვიცე-მერ ზურაბ ბერიძესთან კონფლიქტზე საუბრობდა, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავდა.
ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემდეგ მალევე პოლიციამ ზურაბ ბერიძის სახლიც გაჩხრიკა, რომელთანაც გარდაცვლილს საერთო შვილის გამო კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეში ბერიძე ფიგურირებს თუ არა, შსს-ში ამის თაობაზე განცხადება არ გაკეთებულა.
ერთ-ერთ დაკავებულს, ბექა ლატარიას ბრალი შატალოვას განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-მოხმარების მუხლით აქვს წარდგენილი. გამოძიების ინფორმაციით, შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე სწორედ მან ესროლა. დანაშაული 8 წლიდან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კიდევ ერთ ბრალდებულს, ლევან რაჯაევს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება. სწორედ მისი ბინის ჩხრეკისას დააკავეს ბიძინა ხასია, რომელსაც გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება. დაკავებისას ხასიამ პოლიციელების მისამართით აივნიდან ხელყუმბარა ისროლა.
ლევან რაჯაევის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის მუხლებით არის დაწყებული, რაც პატიმრობას ასევე 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბიძინა ხასიას კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე მოუწევს საპატიმროში ყოფნა. მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და მართლსაწინააღმდეგო ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის მუხლებით მიმდინარეობს.