https://sputnik-georgia.com/20211020/tbilissi-angelozi-investorebi-camovidnen-261339551.html
თბილისში „ანგელოზი ინვესტორები" ჩამოვიდნენ
თბილისში „ანგელოზი ინვესტორები" ჩამოვიდნენ
Sputnik საქართველო
ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია. 20.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-20T18:27+0400
2021-10-20T18:27+0400
2021-10-20T22:44+0400
თბილისი დღეს
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესგარემო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261315345_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_a0aaa8d289a263e737ade002d6cb1e43.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული „ანგელოზი ინვესტორების“ (Angel Investors) სამიტი მიმდინარეობს, იუწყება დედაქალაქის მერია.სამიტი ორდღიანია და მის ფარგლებში დედაქალაქს DanBAN-ის (Danish Business Angels), Business Angels Norway-ის და FiBAN-ის (Finnish Business Angels Network) 20-მდე ინვესტორი და წარმომადგენელი სტუმრობს.მერიის ცნობით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ამასთანავე, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაძლებლობების შექმნა დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.სამიტის ფარგლებში დღეს სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა პირველი შეხვედრა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.ანდრია ბასილიას თქმით, თბილისს მიმდინარე წლის ივნისში ბალტიის ქვეყნების „ანგელოზი ინვესტორები“ სტუმრობდნენ და ღონისძიების ფარგლებში ქართულმა სტარტაპმა - Total Traffic Management (TTM) შეძლო ინვესტიციის მოზიდვა ლატვიაში დაფუძნებული Baltic Tech Ventures-სგან. ის ღონისძიებაზე ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო სტარტაპად აღიარეს.ვიზიტი მოიცავს პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს ეკონომიკური სისტემის განვითარების ხელშესაწყობად და ქართული კომპანიების მიერ მოკლე პრეზენტაციების (pitch days) წარდგენას ინვესტორებისთვის.პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით ქართული კომპანიების საინვესტიციო პროექტების წარდგენა ინვესტორებისთვის, რომელშიც წინასწარ დარეგისტრირებული ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპები მონაწილეობენ.პროექტი თბილისის მერიისა და ქართული „ანგელოზ ინვესტორთა" ქსელი Axel-ის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიების პარტნიორები არიან „საქართველოს ბანკი“ და Grant Thornton Georgia.
https://sputnik-georgia.com/20210610/qarTul-startapebs-biznes-angelozebi-daexmarebian-251991753.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261315345_288:0:3019:2048_1920x0_80_0_0_7309a1461c2cfa6d3474cd4e5d24ccd2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო
თბილისი დღეს, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო
თბილისში „ანგელოზი ინვესტორები" ჩამოვიდნენ
18:27 20.10.2021 (განახლებულია: 22:44 20.10.2021) ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული „ანგელოზი ინვესტორების“ (Angel Investors) სამიტი მიმდინარეობს, იუწყება დედაქალაქის მერია.
ბიზნეს-ანგელოზი – ეს არის კერძო ინვესტორი, რომელსაც შეუძლია კომპანიებს ფინანსური ან საექსპერტო მხარდაჭერა ძალიან ადრეულ ეტაპზე გაუწიოს.
სამიტი ორდღიანია და მის ფარგლებში დედაქალაქს DanBAN-ის (Danish Business Angels), Business Angels Norway-ის და FiBAN-ის (Finnish Business Angels Network) 20-მდე ინვესტორი და წარმომადგენელი სტუმრობს.
მერიის ცნობით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ამასთანავე, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაძლებლობების შექმნა დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.
სამიტის ფარგლებში დღეს სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა პირველი შეხვედრა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.
ანდრია ბასილიას თქმით, თბილისს მიმდინარე წლის ივნისში ბალტიის ქვეყნების „ანგელოზი ინვესტორები“ სტუმრობდნენ და ღონისძიების ფარგლებში ქართულმა სტარტაპმა - Total Traffic Management (TTM) შეძლო ინვესტიციის მოზიდვა ლატვიაში დაფუძნებული Baltic Tech Ventures-სგან. ის ღონისძიებაზე ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო სტარტაპად აღიარეს.
„დაინტერესება, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაზე სტარტაპებმა გამოხატეს, არის მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ადგილობრივი ეკონომიკური სისტემის მსგავსი ღონისძიებებით მხარდაჭერა საჭიროა. თბილისი წარმოადგენს აუთვისებელ ბიზნეს-ლოკაციას, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულების ინვესტორებს ახალგაზრდა, კონკურენტუნარიან და ნიჭიერ პროფესიონალებს სთავაზობს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ვიზიტი მოიცავს პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს ეკონომიკური სისტემის განვითარების ხელშესაწყობად და ქართული კომპანიების მიერ მოკლე პრეზენტაციების (pitch days) წარდგენას ინვესტორებისთვის.
პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით ქართული კომპანიების საინვესტიციო პროექტების წარდგენა ინვესტორებისთვის, რომელშიც წინასწარ დარეგისტრირებული ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპები მონაწილეობენ.
პროექტი თბილისის მერიისა და ქართული „ანგელოზ ინვესტორთა" ქსელი Axel-ის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიების პარტნიორები არიან „საქართველოს ბანკი“ და Grant Thornton Georgia.