ქართულ სტარტაპებს ბიზნეს-ანგელოზები დაეხმარებიან

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარი საინვესტიციო პროექტები უცხოურ და ქართველ ინვესტორებს წარუდგინონ.

თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. ესტონეთიდან, ლატვიიდან და ლიეტუვიდან მოწვეული ბიზნეს-ანგელოზები თბილისს 23-24 ივნისს ესტუმრებიან, იუწყება დედაქალაქის მერიის პრესსამსახური.

ვიზიტის მიზანია საქართველოში „ბიზნეს ანგელოზების" კულტურის გაძლიერება და ადგილობრივი სტარტაპებისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა. ღონისძიების ფარგლებში თბილისს ეწვევიან Litban-ის (Latvian Business Angel Network), Latban-ის (Lithuanian Business Angel Network) და Estban-ის (Estonian Business Angels Network) ინვესტორები.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული სტარტაპის გუნდს თავბრუდამხვევი წარმატება მიულოცა

პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ე.წ. pitch day - მოკლე პრეზენტაციების წარდგენა, სადაც წინასწარ შერჩეულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ფინანსების მოზიდვის მიზნით, 24 ივნისს, უცხოელი და ქართველი ინვესტორების წინაშე საკუთარი საინვესტიციო პროექტები წარადგინონ. კომპანიებს პროექტების წარსადგენად ხუთ-ხუთი წუთი ექნებათ.

შერჩეულ სტარტაპებს მოკლე პრეზენტაციამდე შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდებათ.

დაინტერესებულ, ტექნოლოგიურ სტარტაპებს 15 ივნისის 18:00 საათამდე შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ მითითებულ ბმულზე.

პროექტს ახორციელებს თბილისის მერია და „ანგელოზ ინვესტორთა" ქსელი - AXEL.

თბილისის სილიკონ ველი - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2021
თურნავა: ინვესტორები ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გატანით დაინტერესდნენ

ბიზნეს-ანგელოზი - ესაა კერძო ვენჩურული ინვესტორი, რომელიც სტარტაპებს ფინანსურ და ექსპერტულ მხარდაჭერას სთავაზობს. ბიზნეს-ანგელოზები არიან ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანები, წარსულში წარმატებული მეწარმეები ან სხვა პროფესიის სპეციალისტები, რომლებმაც გარკვეული ქონება დააგროვეს და მზად არიან დააბანდონ ფული სხვის ბიზნესში განვითარების ადრეულ ეტაპზე, რომელშიც მაღალი რისკის გამო ბანკები ინვესტიციებს არ ახორციელებენ. ამასთან, „ანგელოზი“ ბიზნესმენის წილობრივი პარტნიორი ხდება.

საქართველოს მთავრობა აქტიურად ეხმარება სტარტაპებს. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომლის მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და ამ სფეროს მხარდაჭერა. სააგენტო სამეწარმეო და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0