საქართველო ყაზახეთიდან მეტი ტურისტის მოზიდვას გეგმავს

© Sputnik / Levan Avlabreliტურისტები გუდაურში
ტურისტები გუდაურში - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
ყაზახეთის უმსხვილესი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახი ტურისტული ოპერატორებისთვის საქართველოს ცნობილ კურორტებზე საინფორმაციო ტური მოაწყო.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საინფორმაციო ტურში მონაწილეობა მიიღო 12-მა ტურისტულმა ოპერატორმა. ღონისძიების მიზანი - ყაზახეთის ბაზარზე ქართული ტურისტული პროდუქციის, კურორტების პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების აქტიური პოპულარიზაცია და საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესწავლაა.
ტურისტები ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი ორჯერ გაიზარდა
„ყაზახეთი - ტურისტების მოსაზიდად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამიზნე ბაზარია. ტურის მიზანი - ყაზახეთის ბაზარზე ქართული ტურიზმის პოპულარიზაციაა, რაც ფართო აუდიტორიის დაინტერესებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს ხელმძღვანელმა მარინა ბოჯგუამ.
გაცნობითი ტურის ორგანიზატორია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთის ავიაკომპანიის Air Astana-ს მხარდაჭერითა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაწილეობით.
„საქართველოში ყაზახეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ჩვენ ტური დავიწყეთ ბათუმიდან, ვეწვიეთ სხვადასხვა სანატორიუმს, სამთო კურორტებს, თბილისში შევხვდით სასტუმროების ბიზნესსა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, ტურისტული ფირმების წარმომადგენლებს. ჩვენ გვინდა ყაზახეთსა და საქართველოს შორის ტურისტული ნაკადის გაზრდა ზამთრის პერიოდში“, - აღნიშნა Air Astana-ს წარმომადგენელმა კამილა ჟალაუბაევამ.
ერთკვირიანი საინფორმაციო ტურის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს ტურისტული ადგილები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, ბათუმში, წყალტუბოში, საირმეში, ბორჯომში, ბაკურიანში, უფლისციხეში, მუხრანსა და გუდაურში.
ტურის ბოლოს ყაზახმა და ქართველმა ტუროპერატორებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს და ერთობლივი ტურები დაგეგმეს.
ტურისტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია GIZ-სგან 190 ათას ევროს მიიღებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ცხრა თვეში საქართველოს ყაზახეთის 48.100 მოქალაქე ესტუმრა, რაც 303,9%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 35,6%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.
კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე მეტად ქართული ტურიზმი დააზარალა. საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი პანდემიამდე დაახლოებით 10%-ს შეადგენდა. ამიტომ დარგის აღდგენა მეტად მნიშვნელოვანია ქვეყანაში საქმიანი აქტივობის ასაღორძინებლად.
ეკონომიკის აღსადგენად და ქვეყანაში ტურისტების დასაბრუნებლად ხელისუფლება სხვადასხვა სარეკლამო კამპანიასა და საინფორმაციო ტურებს ატარებს.
ყველა ახალი ამბავი
0