სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის შენობა
საპატრულო პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
ამ დროისათვის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სულ ოთხი პირია დაკავებული.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ 32 წლის გიორგი ნიორაძეს, რომელიც ტრაილერის მძღოლია, გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება.
მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით უკვე დაკავებულია და ბრალი წარდგენილი აქვს სამ ადამიანს. ბრალდებული ელგუჯა ცომაია და მამა-შვილი წოწორიები პოლიციამ 2 და 3 ოქტომბერს დააკავა.
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
მამა-შვილ წოწორიებს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ
პროკურატურის ინფორმაციით, წოწორიებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილზე – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.
რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, იგი როგორც სამეგრელოში აღნიშნული ბინის, ისე იმ ბინის მფლობელია, რომელშიც საქართველოში ძებნილი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

„მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს", – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
დავით ზალკალიანი: სააკაშვილის თემა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე არ განხილულა>>>
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0