დავით ზალკალიანი: სააკაშვილის თემა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე არ განხილულა

© photo: Sputnik / Stringerდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
ცალკეულ წარმომადგენლებს გააჩნიათ გარკვეული მოსაზრებები სააკაშვილთან პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს საერთო სურათზე გავლენას არ ახდენს, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. მაღალი რანგის არც ერთ შეხვედრაზე საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი არ წამოწეულა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და ამჟამად ორი განაჩენის საფუძველზე სასჯელს იხდის რუსთავის ციხეში.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
კონსილიუმი სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაციით გამოვიდა
„მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის დაკავება მოხდა და ის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, მრავალი შეხვედრა მქონდა ევროპელ კოლეგებთან. ევროპიდან ცოტა ხნის წინ დავბრუნდი, შეხვედრა მქონდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაში. გუშინ საქართველოში ჩამოსული იყო ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ვესწრებოდი პრემიერ-მინისტრთან აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეხვედრას და დღესაც ვიყავი ნატოს გენერალურ წარმომადგენელთან. საერთოდ არ გვიმსჯელია ყოფილ პრეზიდენტზე და იმასთან დაკავშირებით, რომ ის სასჯელს იხდის იმ დანაშაულებზე, რომელიც მას მისჯილი აქვს. ეს საუბრის თემა საერთოდ არ ყოფილა“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ცალკეულ წარმომადგენლებს გააჩნიათ გარკვეული მოსაზრებები სააკაშვილთან პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზე გავლენას არ ახდენს.
„ყველა კარგად აცნობიერებს, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი ინსტიტუტები და ყველა პატივს სცემს ჩვენს ინსტიტუტებს. მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის ქართული სასამართლოს მიერ კონკრეტულ კრიმინალურ საქმეზე გამოტანილი განაჩენით“, – განაცხადა ზალკალიანმა.
სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, თავის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს, ხოლო ბრალდებებს – გაყალბებულად. დაკავების დღიდან მან გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0