https://sputnik-georgia.com/20211019/konsiliumi-saakasvilis-saavadmyofosi-gadayvanis-rekomendaciit-gamovida-261310438.html
კონსილიუმი სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაციით გამოვიდა
კონსილიუმი სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაციით გამოვიდა
Sputnik საქართველო
ეს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არაა, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით ეს საჭიროა, განაცხადა კონსილიუმის წევრმა 19.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-19T22:51+0400
2021-10-19T22:51+0400
2021-10-19T23:53+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260366806_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_10496fcd5d0c5e7d9061c88331aee77f.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექიმების კონსილიუმი გამოვიდა რეკომენდაციით, პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა მოხდეს, განაცხადა ექიმმა ზურაბ ფაღავამ.კონსილიუმმა ექვსი ექიმის შემადგენლობით ექს-პრეზიდენტის პირად ექიმთან ერთად ის სამშაბათს მოინახულა და ყველა საჭირო ანალიზი აუღო. სააკაშვილი უკვე მე-19 დღეა შიმშილობს და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.თავის მხრივ, სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, რომ ჰოსპიტალიზაცია დღეს არ მოხდება.„გადაყვანის შესაძლებლობის თაობაზე საუბარი იყო, მაგრამ არა დღეს... გავეცანით ანალიზების პასუხებს. ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა, რაზეც ვსაუბრობდი, არაფერი განსაკუთრებით უარესობისკენ არ შეცვლილა“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.მისი თქმით, საუბარია პრევენციულ ჰოსპიტალიზაციაზე და ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელ კლინიკაში მოხდება ექს-პრეზიდენტის გადაყვანა.სააკაშვილის დაკავებასააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211019/gvaramia-saakasvilis-hospitalizacia-sam-otx-dresi-daswirdeba-261308341.html
https://sputnik-georgia.com/20211019/saakasvilis-prezidentobis-droindeli-zalovanebi-simsiloben-eqs-prezidenti-winaarmdegia-261306820.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260366806_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_d09e8387926c9b55fb94622afc985988.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
კონსილიუმი სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაციით გამოვიდა
22:51 19.10.2021 (განახლებულია: 23:53 19.10.2021) ეს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არაა, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით ეს საჭიროა, განაცხადა კონსილიუმის წევრმა
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექიმების კონსილიუმი გამოვიდა რეკომენდაციით, პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა მოხდეს, განაცხადა ექიმმა ზურაბ ფაღავამ.
კონსილიუმმა ექვსი ექიმის შემადგენლობით ექს-პრეზიდენტის პირად ექიმთან ერთად ის სამშაბათს მოინახულა და ყველა საჭირო ანალიზი აუღო. სააკაშვილი უკვე მე-19 დღეა შიმშილობს და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
„დავაყენეთ საკითხი ე.წ. პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ და ახლა ამ საკითხს განიხილავენ... სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არ არის საჭირო, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან გართულებების ალბათობა არის მაღალი და იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ, მივეცით რეკომენდაცია, რომ ჰოსპიტალიზაცია უახლოეს პერიოდში მოხდეს“, – განაცხადა ზურაბ ფაღავამ.
თავის მხრივ, სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, რომ ჰოსპიტალიზაცია დღეს არ მოხდება.
„გადაყვანის შესაძლებლობის თაობაზე საუბარი იყო, მაგრამ არა დღეს... გავეცანით ანალიზების პასუხებს. ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა, რაზეც ვსაუბრობდი, არაფერი განსაკუთრებით უარესობისკენ არ შეცვლილა“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მისი თქმით, საუბარია პრევენციულ ჰოსპიტალიზაციაზე და ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელ კლინიკაში მოხდება ექს-პრეზიდენტის გადაყვანა.
სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.