გვარამია: სააკაშვილს ჰოსპიტალიზაცია სამ-ოთხ დღეში დასჭირდება

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliსააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
სააკაშვილს ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით ექიმების კონსილიუმი აკვირდება.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ციხეში უკვე მე-19 დღეა შიმშილობს, ჰოსპიტალიზაცია სამ-ოთხ დღეში დასჭირდება, განაცხადა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.
ამჟამად სააკაშვილს ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით ექიმების კონსილიუმი აკვირდება. მათი ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდება, მოხდება თუ არა ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია.

„უკვე ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, ავადმყოფური ფერი აქვს, მოტორიკა შენელებულია, რამდენადაც შევატყვე, უჭირს გადაადგილება. თუმცა, აბსოლუტურად ჩემთვის პარადოქსულად, მისი მსჯელობა აბსოლუტურად უპრობლემოა, არავითარი ცვლილება არ ეტყობა მსჯელობას, აზროვნებას და კომუნიკაციას. რაც მთავარია, ოპტიმიზმი ძალიან მაღალ ხარისხშია, ბევრად მეტად, ვიდრე გარეთ. ყველაფერი ნორმალურად იქნება. თუმცა, ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში ალბათ დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი“, – განუცხადა ჟურნალისტებს გვარამიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ.

სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
კიევი შეეცდება სააკაშვილი უკრაინაში „ყველა შესაძლო სამართლებრივი გზით" დააბრუნოს
სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0