მამა-შვილ წოწორიებს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
პროკურორის ინფორმაციით, შესაძლოა დაკავებულებს სააკაშვილის საქართველოში უკანონო შემოყვანა და მისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებაც დაემატოთ.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებულ მამა-შვილს, ზურაბ და შალვა წოწორიებს, რომლებსაც სასამართლომ ცოტა ხნის წინ პატიმრობა შეუფარდა, შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ.
სააკაშვილმა არალეგალურად გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. ის უკრაინიდან ჩამოვიდა. ექს-პრეზიდენტი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
ამ დროისათვის სასამართლო მამა-შვილ წოწორიებს სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ მის ტრანსპორტირებას – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანის უზრუნველყოფას ედავება.
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
რა გზით შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში: ფოთის პორტის ადმინისტრაციის განცხადება
საქმის პროკურორის ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით კი, მამა-შვილს, რომლებიც სამართალდამცველებმა ფოთში 3 ოქტომბერს დააკავეს, შესაძლოა არა მხოლოდ დანაშაულის დაფარვაზე ჰქონდეთ ბრალდება, არამედ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებითაც. გოზალიშვილის თქმით, ამ მიმართულებით გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„მოგეხსენებათ, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით, მას დაემატა კვალიფიკაცია – მიგრანტის უკანონო შემოყვანა და მისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ორივე მუხლით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. როცა მტკიცებულებების შეკრება მოხდება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით", – განაცხადა გოზალიშვილმა.

სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს ელგუჯა ცომაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა გუშინ შეუფარდა. ცომაია თბილისში იმ ბინის მფლობელია, რომელშიც საქართველოში ძებნილი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
სასამართლომ მამა-შვილ წოწორიებს პატიმრობა შეუფარდა
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0