ნინო ხარატიშვილის წიგნის საავტორო უფლება აშშ-ის ერთ-ერთმა დიდმა გამომცემლობამ შეიძინა

© courtesy of Nino Haratischwiliნინო ხარატიშვილი
ნინო ხარატიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
რომანი ოთხ გოგონაზე მოგვითხრობს, რომლებიც სოლოლაკის ერთ-ერთ ე.წ. იტალიურ ეზოში ცხოვრობენ.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. სულ მალე გამოვა ცნობილი ქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი The Lack of Light, რომლის საავტორო უფლება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჯერ კიდევ წიგნის გამოცემამდე შეიძინა ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გამომცემლობა „ჰარპერ კოლინზმა“. ამის შესახებ წიგნის მთარგმნელმა მაია ფანჯიკიძემ „პირველი რადიოს“ ეთერში ისაუბრა.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომანის სამუშაო სათაურია „უკმარი სინათლე“ და მისი საავტორო უფლება, აშშ-ის გარდა, ცხრა ქვეყანამ შეიძინა, მათ შორისაა საქართველო და გამომცემლობა „ინტელექტი“.
„ის, რომ მისი ნაწარმოებების მთავარი თემა საქართველოა, ცხადია, ქართველი მკითხველის ინტერესს გამორჩეულად აღძრავს. ნინოს ახალი რომანი ზუსტად ისეთივეა, როგორც ყველა დანარჩენი – დაიწყებ და ვეღარ მოწყდები“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ნინო ხარატიშვილის ახალი რომანის სიუჟეტი სოლოლაკის ერთ-ერთ ე.წ. იტალიურ ეზოში ვითარდება და იქ მცხოვრები ოთხი ქართველი გოგონას შესახებ მოგვითხრობს. წიგნში აღწერილია ქვეყანა, რომელმაც სულ ახლახან მოიპოვა დამოუკიდებლობა; ქვეყანა, სადაც ძალადობა და ქაოსი სუფევს – ქუჩის გარჩევები, სამოქალაქო დაპირისპირება, შიმშილი და სიცივეა.
ნინო ხარატიშვილის რომანი დუბლინის ლიტერატურულ პრემიაზეა წარდგენილი>>
წიგნი 2022 წლის თებერვალში გამოვა.
ნინო ხარატიშვილი ცნობილი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორია. მისი ცნობილი რომანებია „ჟუჟა", „ჩემი ნაზი ტყუპისცალი", „ბარბარა", „მერვე სიცოცხლე“, „კატა“ და სხვ. ნინო ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. წერს გერმანულ ენაზე.
საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
ლამაზი, მოქეიფე, უდარდელი: ქვეყანა, სადაც სანიმუშოცა და საძრახისიც ერთნაირად ფასობს
ნინო ხარატიშვილი 1983 წელს დაიბადა თბილისში. სწავლობდა კინორეჟისურას, შემდეგ კი თეატრალურ რეჟისურას ჰამბურგში. როგორც პიესების ავტორმა და ქართულ–გერმანული თეატრალური დასის ხელმძღვანელმა, მან ადრეული წლებიდან მიიქცია ყურადღება. მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, მოსკოვში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, თბილისში, ბრუხზალში, გიოტინგენში, საარბრიუკენში.
მწერალი ნინო ხარატიშვილი საერთაშორისო ბუკერის პრემიის პრეტენდენტია>>
მისი პირველი წიგნი Der Cousin und Bekina 2002 წელს გამოიცა. ამ დროისათვის არის გეტინგენის თეატრის მუდმივი ავტორი. 2018 წელს მიენიჭა ბერტოლდ ბრეხტის პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია რომანისთვის „მერვე სიცოცხლე".
ხარატიშვილი მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, ადელბერტ ფონ შამისოს, ბერტოლდ ბრეხტის, შილერის პრემიების ლაურეატია.
ყველა ახალი ამბავი
0