Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსი სკოლებში: დისტანციურ სწავლებაზე 150 სკოლა გადავიდა

© photo: Sputnik / საკლასო ოთახში ეპიდემიის დროს
საკლასო ოთახში ეპიდემიის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
მასწავლებლების ვაქცინაცია და სკოლებში ინფექციის შიდა გავრცელების მართვა ხელს უწყობს საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის გაგრძელებას, აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციურ სწავლებაზე 150 სკოლა და 400-მდე კლასი გადავიდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
COVID-19: თბილისში 99 საბავშვო ბაღი დაიხურა>>
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სასწავლო დაწესებულებებში ინფექციის შიდა გავრცელება მართვადია. მისი თქმით, პედაგოგთა 65%-მდე ვაქცინირებულია, თუმცა ეს მაჩვენებელი არ არის საკმარისი.

„იმისათვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს, სასურველია მასწავლებელთა 80%-ზე მეტი იყოს აცრილი. სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მაღალი არ არის. კარგია, რომ სკოლები ახერხებენ ინფექციის შიდა გავრცელების მართვას“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ვაქცინაცია და ვირუსის შიდა გავრცელების მართვა არის ის მექანიზმი, რომელიც სასწავლო პროცესის დასწრებით ფორმატში გაგრძელების საშუალებას იძლევა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში მასწავლებელთა შორის ინფიცირების მაჩვენებელი 1%-ია, მოსწავლეებს შორის – 0,8%.
სკოლის მოსწავლეები - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
განათლების სამინისტრო: სკოლების დახურვა გამოსავალი არაა
საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციური სწავლებით დაიწყო, საკლასო ოთახებს მოსწავლეები 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდნენ.
სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად გამკაცრდა ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები. კვლავ გრძელდება პედაგოგების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების, ტექპერსონალისა და მანდატურების კორონავირუსზე ტესტირება. სასწავლო დაწესებულებები აღჭურვილია სადეზინფექციო საშუალებებით, ბავშვებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით მკაცრად ხდება ყველა კოვიდ-რეგულაციის დაცვა. თუმცა, კორონავირუსის შემთხვევებისგან თავის დაღწევა სრულად ვერ ხერხდება, რის გამოც მთლიანი სკოლა ან კონკრეტული კლასი ონლაინ–სწავლების ფორმატზე გადადის.
ყველა ახალი ამბავი
0