https://sputnik-georgia.com/20211019/gamatlebis-saministro-skolebis-daxurva-gamosavali-araa-261114647.html
განათლების სამინისტრო: სკოლების დახურვა გამოსავალი არაა
განათლების სამინისტრო: სკოლების დახურვა გამოსავალი არაა
Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, მაქსიმალურად დაიცვან სპეციალისტების რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ... 19.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-19T18:17+0400
2021-10-19T18:17+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765017_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_329fb270c673008fc4d9a80c6c0146bd.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. სკოლების დახურვა რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავალი არ არის, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ჟურნალისტებთან.მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში მასწავლებელთა შორის ინფიცირების მაჩვენებელი 1%-ია, მოსწავლეებს შორის კი – 0,8%.საქართველოში 2.084 საჯარო სკოლაა, სადაც დაახლოებით 62,7 ათასი მასწავლებელი მუშაობს და 609.1 ათასი ბავშვი სწავლობს.საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციური სწავლებით დაიწყო, საკლასო ოთახებს მოსწავლეები 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდნენ.შეწყდება თუ არა სკოლებში სასწავლო პროცესი: ტიკარაძის განმარტება>>>სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად გამკაცრდა ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები. კვლავ გრძელდება პედაგოგების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების, ტექპერსონალისა და მანდატურების კორონავირუსზე ტესტირება. სასწავლო დაწესებულებები აღჭურვილია სადეზინფექციო საშუალებებით, ბავშვებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით მკაცრად ხდება ყველა კოვიდ-რეგულაციის დაცვა. თუმცა, კორონავირუსის შემთხვევებისგან თავის დაღწევა სრულად ვერ ხერხდება, რის გამოც მთლიანი სკოლა ან კონკრეტული კლასი ონლაინ–სწავლების ფორმატზე გადადის.განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, მაქსიმალურად დაიცვან სპეციალისტების რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765017_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7012d73106f6dd371222187ba65cbf22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , covid-19
განათლების სამინისტრო: სკოლების დახურვა გამოსავალი არაა
18:17 19.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, მაქსიმალურად დაიცვან სპეციალისტების რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. სკოლების დახურვა რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავალი არ არის, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში მასწავლებელთა შორის ინფიცირების მაჩვენებელი 1%-ია, მოსწავლეებს შორის კი – 0,8%.
საქართველოში 2.084 საჯარო სკოლაა, სადაც დაახლოებით 62,7 ათასი მასწავლებელი მუშაობს და 609.1 ათასი ბავშვი სწავლობს.
„განათლების სამინისტრო აგრძელებს წერტილოვნად პროცესების მართვას. მიგვაჩნია, რომ სკოლების დახურვა არ არის გამოსავალი. ამ ეტაპზე ძალზე აქტუალურია თანამშრომლობა ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრებთან, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას – კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, თუ მთლიანად სკოლა“, – განაცხადა დგებუაძემ.
საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციური სწავლებით დაიწყო, საკლასო ოთახებს მოსწავლეები 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდნენ.
სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად გამკაცრდა ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები. კვლავ გრძელდება პედაგოგების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების, ტექპერსონალისა და მანდატურების კორონავირუსზე ტესტირება. სასწავლო დაწესებულებები აღჭურვილია სადეზინფექციო საშუალებებით, ბავშვებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით მკაცრად ხდება ყველა კოვიდ-რეგულაციის დაცვა. თუმცა, კორონავირუსის შემთხვევებისგან თავის დაღწევა სრულად ვერ ხერხდება, რის გამოც მთლიანი სკოლა ან კონკრეტული კლასი ონლაინ–სწავლების ფორმატზე გადადის.
განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, მაქსიმალურად დაიცვან სპეციალისტების რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.