Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19: თბილისში 99 საბავშვო ბაღი დაიხურა

© AP Photo / Vincent Thianკორონავირუსზე ტესტი
კორონავირუსზე ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
თბილისში 186 საჯარო და კერძო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 ათასზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის გამო თბილისში არსებული 186 საბავშვო ბაღიდან 99 დროებით დაიხურა, ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გაავრცელა.
კერძოდ, 53 საბავშვო ბაღში ინფიცირების შემთხვევები აღსაზრდელებში დაფიქსირდა, ხოლო 46 შემთხვევაში – ბაღის თანამშრომლებში.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, თბილისში მოქმედი საჯარო ბაღები კოვიდ-რეგულაციების დაცვით მუშაობენ. ამიტომაც, პროტოკოლის თანახმად, ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი საბავშვო ბაღი 12-დღიან კარანტინში, კონტაქტში მყოფი პირები კი იზოლაციაში გადადიან.
საქართველოში ბოლო დღეებში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ეს უკავშირდება 4 ოქტომბრიდან სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებას და საბავშვო ბაღების გახსნას.
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
კორონავირუსის გამო საბავშვო ბაღები ერთი მეორის მიყოლებით იკეტება
კორონავირუსის „ინდური“ შტამი, რომელიც ბავშვებში სწრაფად ვრცელდება, საქართველოში COVID-19-ის მეოთხე ტალღის დროს გაჩნდა. „დელტა“ შტამი უფრო აგრესიული და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე არსებული „ჩინური“ და „ბრიტანული“ შტამები.
სპეციალისტები მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ და კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ, რათა მეხუთე ტალღა არ იყოს ისეთი მძიმე, როგორც მეოთხე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.739-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 670.552-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 616 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 9.546 პირი.
ყველა ახალი ამბავი
0