https://sputnik-georgia.com/20211012/koronavirusis-gamo-sabavsvo-barebi-erti-meoris-miyolebit-iketeba-260487290.html
კორონავირუსის გამო საბავშვო ბაღები ერთი მეორის მიყოლებით იკეტება
კორონავირუსის გამო საბავშვო ბაღები ერთი მეორის მიყოლებით იკეტება
Sputnik საქართველო
ქუთაისში პერსონალის კორონავირუსით ინფიცირების გამო ერთბაშად ათი საბავშვო ბაღი დაკეტეს. 12.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-12T19:42+0400
2021-10-12T19:42+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/04/239100409_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_5a41431824e83c3115abca748d95b39f.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ათი საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტა ქუთაისში მას შემდეგ, რაც კორონავირუსი აღმზრდელებსა და მზარეულებს დაუდასტურდა, იუწყება ქართული მასმედია.საქართველოში ბოლო დღეებში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ეს უკავშირდება 4 ოქტომბრიდან სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებას და საბავშვო ბაღების გახსნას.წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა და მხოლოდ კონკრეტული ჯგუფები დაიხურა კიდევ 8 ბაღში, სადაც კორონავირუსი ბავშვებს აღმოაჩნდა.ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა არ გამორიცხა, რომ ეპიდვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში ქუთაისში დროებით ყველა საბავშვო ბაღის დახურვა მოუწიოთ.ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაშია 38 საბავშვო ბაღი 7,8 ათასი აღსაზრდელით, ხოლო ვაქცინირებულია პერსონალის მხოლოდ 20%.კორონავირუსის გავრცელების გამო სკოლები და საბავშვო ბაღები დაიკეტა ასევე აჭარაში. აქ ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა სამმა საბავშვო ბაღმა და ერთმა სკოლამ.კახეთში დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადავიდა შვიდი სკოლა, დაიკეტა 39 საბავშვო ბაღი და ხუთი ჯგუფი.თბილისში COVID-19-ის გავრცელების გამო 78 საბავშვო ბაღი უკვე დაიკეტა. სრულად შეჩერდა სწავლა შვიდ სკოლაში და ცალკეული სკოლების 90-ზე მეტ კლასში.
https://sputnik-georgia.com/20211011/cercvaze-arsfotebulia-vaqcinaciis-dabali-macveneblis-gamo-gansakutrebit-pedagogebsi-260455639.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/04/239100409_106:0:1814:1281_1920x0_80_0_0_f24913f852590c5ba342c67c1456246f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
კორონავირუსის გამო საბავშვო ბაღები ერთი მეორის მიყოლებით იკეტება
19:42 12.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ქუთაისში პერსონალის კორონავირუსით ინფიცირების გამო ერთბაშად ათი საბავშვო ბაღი დაკეტეს.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ათი საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტა ქუთაისში მას შემდეგ, რაც კორონავირუსი აღმზრდელებსა და მზარეულებს დაუდასტურდა, იუწყება ქართული მასმედია.
საქართველოში ბოლო დღეებში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ეს უკავშირდება 4 ოქტომბრიდან სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებას და საბავშვო ბაღების გახსნას.
წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა და მხოლოდ კონკრეტული ჯგუფები დაიხურა კიდევ 8 ბაღში, სადაც კორონავირუსი ბავშვებს აღმოაჩნდა.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა არ გამორიცხა, რომ ეპიდვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში ქუთაისში დროებით ყველა საბავშვო ბაღის დახურვა მოუწიოთ.
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაშია 38 საბავშვო ბაღი 7,8 ათასი აღსაზრდელით, ხოლო ვაქცინირებულია პერსონალის მხოლოდ 20%.
კორონავირუსის გავრცელების გამო სკოლები და საბავშვო ბაღები დაიკეტა ასევე აჭარაში. აქ ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა სამმა საბავშვო ბაღმა და ერთმა სკოლამ.
კახეთში დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადავიდა შვიდი სკოლა, დაიკეტა 39 საბავშვო ბაღი და ხუთი ჯგუფი.
თბილისში COVID-19-ის გავრცელების გამო 78 საბავშვო ბაღი უკვე დაიკეტა. სრულად შეჩერდა სწავლა შვიდ სკოლაში და ცალკეული სკოლების 90-ზე მეტ კლასში.