https://sputnik-georgia.com/20211011/cercvaze-arsfotebulia-vaqcinaciis-dabali-macveneblis-gamo-gansakutrebit-pedagogebsi-260455639.html
ცერცვაძე აღშფოთებულია ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გამო, განსაკუთრებით პედაგოგებში
ცერცვაძე აღშფოთებულია ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გამო, განსაკუთრებით პედაგოგებში
Sputnik საქართველო
მისი განცხადებით, მასწავლებლები, რომლებიც არ იცრებიან, თავიანთ აღსაზრდელებს საფრთხის ქვეშ აყენებენ. 11.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-11T22:10+0400
2021-10-11T22:10+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24793/91/247939124_0:69:3000:1757_1920x0_80_0_0_abb11293c9ca53148665b6ff413106f5.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ვაქცინაციის არსებული ტემპების პირობებში საქართველოში გარდაუვალია კორონავირუსის პანდემიის შემდგომი მძიმე ტალღები, რასაც ვერანაირი შეზღუდვა ვერ შეაჩერებს, განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენციის შემდეგ, რომელიც დაახლოებით თვე-ნახევარი გრძელდებოდა, ბოლო ერთი კვირაა მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია გამოიკვეთა.„როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება. მთელ მსოფლიოში გულის ტკივილით და შურით ვუყურებ იმათ, ვინც მოახერხა 2/3-ზე მეტის ორჯერადად აცრა. ჩვენ რომ გვქონდეს ვაქცინაციის ის დონე, რაც აქვს ევროპის ყველა ქვეყანას, ამერიკას, აზიის განვითარებულ ქვეყნებს, ჩვენთან სიკვდილობა დღეში 5-6-ზე მეტი არ იქნებოდა”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.მისი თქმით, შემდგომი ერთი კვირა აჩვენებს, უკავშირდება თუ არა შემთხვევების მატება მეხუთე ტალღის დასაწყისს.ის ასევე აღშფოთებულია იმის გამო, რომ პედაგოგები ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ. მისი განცხადებით, მასწავლებლები, რომლებიც არ იცრებიან, თავიანთ აღსაზრდელებს საფრთხის ქვეშ აყენებენ.კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო თბილისში არსებულ 55 საბავშვო ბაღში კარანტინი გამოცხადდა. კორონავირუსის გავრცელება შეიმჩნევა თბილისის სკოლებშიც. დღეისათვის დისტანციური სწავლების რეჟიმში შვიდი სკოლა და 90 ცალკეული კლასია გადასული. საქართველოში მთლიანობაში 2.084 საჯარო სკოლაა.დღეისათვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერად ვაქცინირებულა ზრდასრული მოსახლეობის 30,6%.
https://sputnik-georgia.com/20211011/vin-aicreba-ufasod-gripze-260447466.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24793/91/247939124_283:0:2716:1825_1920x0_80_0_0_e7c86bf7107b508089e5c491807dca5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
ცერცვაძე აღშფოთებულია ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გამო, განსაკუთრებით პედაგოგებში
22:10 11.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) მისი განცხადებით, მასწავლებლები, რომლებიც არ იცრებიან, თავიანთ აღსაზრდელებს საფრთხის ქვეშ აყენებენ.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ვაქცინაციის არსებული ტემპების პირობებში საქართველოში გარდაუვალია კორონავირუსის პანდემიის შემდგომი მძიმე ტალღები, რასაც ვერანაირი შეზღუდვა ვერ შეაჩერებს, განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
„თუ ჩვენ ასეთი აბსურდის თეატრი გავაგრძელეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ცენტრები, ავტობუსები, ბინაზე ვაქცინის შეთავაზება და ამ პირობებში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი. ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, საუბარი არ არის მხოლოდ მეხუთე ტალღაზე“, - აცხადებს ცერცვაძე.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენციის შემდეგ, რომელიც დაახლოებით თვე-ნახევარი გრძელდებოდა, ბოლო ერთი კვირაა მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია გამოიკვეთა.
„როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება. მთელ მსოფლიოში გულის ტკივილით და შურით ვუყურებ იმათ, ვინც მოახერხა 2/3-ზე მეტის ორჯერადად აცრა. ჩვენ რომ გვქონდეს ვაქცინაციის ის დონე, რაც აქვს ევროპის ყველა ქვეყანას, ამერიკას, აზიის განვითარებულ ქვეყნებს, ჩვენთან სიკვდილობა დღეში 5-6-ზე მეტი არ იქნებოდა”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, შემდგომი ერთი კვირა აჩვენებს, უკავშირდება თუ არა შემთხვევების მატება მეხუთე ტალღის დასაწყისს.
ის ასევე აღშფოთებულია იმის გამო, რომ პედაგოგები ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ. მისი განცხადებით, მასწავლებლები, რომლებიც არ იცრებიან, თავიანთ აღსაზრდელებს საფრთხის ქვეშ აყენებენ.
„ორი აზრი არ არსებობს, რომ გადამწყვეტია მშობლების, სკოლებისა და ინსტიტუტების პერსონალის აცრა. ბევრმა ქვეყანამ შემოიღო პედაგოგების სავალდებულო აცრა. ჩვენთან იყო ამის მცდელობა, მოისინჯა აზრი, თუმცა პედაგოგების დიდმა ნაწილმა მკვეთრი პროტესტი განაცხადა – ეს დაუშვებელია, არაჯანსაღი მიდგომაა. არ შეიძლება არ გვინდოდეს კოვიდის გავრცელების შეჩერება, არ გვინდოდეს გარდაცვალების მაღალი რიცხვი და მეორე მხრივ კატეგორიულად არაფერს ვაკეთებდეთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო თბილისში არსებულ 55 საბავშვო ბაღში კარანტინი გამოცხადდა. კორონავირუსის გავრცელება შეიმჩნევა თბილისის სკოლებშიც. დღეისათვის დისტანციური სწავლების რეჟიმში შვიდი სკოლა და 90 ცალკეული კლასია გადასული. საქართველოში მთლიანობაში 2.084 საჯარო სკოლაა.
დღეისათვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერად ვაქცინირებულა ზრდასრული მოსახლეობის 30,6%.