https://sputnik-georgia.com/20211020/batumsi-koronavirusis-sawinaarmdego-vaqcinit-zrdasruli-mosaxleobis-60-procentze-metia-acrili-261346084.html
აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ზრდასრული მოსახლეობის 60%-ზე მეტია აცრილი
აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ზრდასრული მოსახლეობის 60%-ზე მეტია აცრილი
Sputnik საქართველო
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც თბილისში 1.775 შემთხვევა გამოვლინდა 20.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-20T20:25+0400
2021-10-20T20:25+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252559223_0:16:1955:1116_1920x0_80_0_0_a8b4fd387367509b3fdd7d9eb5709da5.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ზრდასრული მოსახლეობის 60%-ზე მეტი აიცრა, განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.219-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 675.771-ს მიაღწია. ყველაზე მეტი – 1.775 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, ხოლო აჭარა რეგიონებს შორის მეექვსე ადგილზეა და ბოლო 24 საათში იქ მხოლოდ 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.როგორც ნიჟარაძემ განაცხადა, აჭარაში ვაქცინირებულია სამიზნე კონტინგენტის 62,8%, ანუ ჯამში აცრილია 220.670 ადამიანი, მათ შორის ორი დოზით აცრილია 102.075 მოქალაქე.აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება შესაძლებელია ჰოსპიტალურ დაწესებულებებში, ამბულატორიებში, ასევე სპეციალური სივრცეა გამოყოფილი უნივერსიტეტის შენობაში. მოქალაქეებს მათთვის სასურველი ვაქცინის ჩატარება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.ქართველი სპეციალისტები განგაშს ტეხენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით სრულად, ორჯერადად აცრილია 910.782 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 31,9%-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასამარცხებლად საჭიროა ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60–70%-ის აცრა.
https://sputnik-georgia.com/20211020/ramdenma-procentma-gadaitana-koronavirusi-gamyrelize-261335995.html
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252559223_224:0:1732:1131_1920x0_80_0_0_c8a422991584a8c47205579c45b517e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , covid-19
აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ზრდასრული მოსახლეობის 60%-ზე მეტია აცრილი
20:25 20.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც თბილისში 1.775 შემთხვევა გამოვლინდა
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ზრდასრული მოსახლეობის 60%-ზე მეტი აიცრა, განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.219-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 675.771-ს მიაღწია. ყველაზე მეტი – 1.775 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, ხოლო აჭარა რეგიონებს შორის მეექვსე ადგილზეა და ბოლო 24 საათში იქ მხოლოდ 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც ნიჟარაძემ განაცხადა, აჭარაში ვაქცინირებულია სამიზნე კონტინგენტის 62,8%, ანუ ჯამში აცრილია 220.670 ადამიანი, მათ შორის ორი დოზით აცრილია 102.075 მოქალაქე.
„ჩვენი მიზანია 18 წელს ზემოთ მოსახლეობის სრულად იმუნიზაცია. ამისათვის დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში სოფლებში ვაქცინაციის ტემპი უფრო გაიზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში, სხვა რეგიონებთან შედარებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევათა სიმცირე სწორედ ვაქცინაციის მაღალი მოცვის მაჩვენებელს უკავშირდება“, – განაცხადა მინისტრმა.
აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება შესაძლებელია ჰოსპიტალურ დაწესებულებებში, ამბულატორიებში, ასევე სპეციალური სივრცეა გამოყოფილი უნივერსიტეტის შენობაში. მოქალაქეებს მათთვის სასურველი ვაქცინის ჩატარება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.
ქართველი სპეციალისტები განგაშს ტეხენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით სრულად, ორჯერადად აცრილია 910.782 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 31,9%-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასამარცხებლად საჭიროა ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60–70%-ის აცრა.