Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა გადაიტანა კორონავირუსი – გამყრელიძე

© photo: Sputnik / Stringerადამიანები პირბადით
ადამიანები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
ბოლო კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 42%-ს კორონავირუსი გადატანილი აქვს.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, 5.000-ზე მეტი შემთხვევა არ არის მარტივი ქვეყნისთვის, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამ დროისათვის ინფიცირების 46.000-მდე აქტიური შემთხვევაა, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ჯერ არ გამოკვეთილა, რაც მოსახლეობაში გარკვეული იმუნური ფენის გაჩენით არის განპირობებული.

„დაკვირვების მიხედვით, შემთხვევათა უმრავლესობა არ არის მძიმე, ვფიქრობ, ეს განპირობებულია გარკვეული იმუნური ფენის გაჩენით. მილიონი ადამიანი აცრილია და, ბოლო კვლევებით, 42%-ს გადატანილი აქვს ინფექცია. ამიტომ ეს იმუნური ფენა ქმნის გარკვეულ რეზისტენტობას. გასულ სამშაბათს გვქონდა 4.800 შემთხვევა და ზრდა გვაქვს, მაგრამ მცირე და სწორხაზოვანი. ვაკვირდებით სიტუაციას და ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ბათუმში ზრდასრული მოსახლეობის 60%, ხოლო თბილისში 54% უკვე ორჯერადად არის აცრილი, სხვა რეგიონებში აცრების სტატისტიკა კი ჯერ კიდევ დაბალია.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.219-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 675.771-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 42 პაციენტი.
ადამიანები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
ბოლო მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1.926.893 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.015.699 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 35.7%. სრულად ვაქცინირებულია 910.782 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 31.9%.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0