დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 ოქტომბერი

© Sputnik / STRINGERთბილისის ბოტანიკური ბაღი
თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 19ოქტომბერია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
იოლი არა, მაგრამ საინტერესო დღე იქნება. ყველაფერი ჩანაფიქრის მიხედვით არ აეწყობა, საჭიროა შრომა. საჭირო არაა მარტო მოქმედება. შეგიძლიათ მოძებნოთ ადამიანები, რომლებთანაც საერთო მიზნები და შეხედულებები გაკავშირებთ. ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. იქნება შანსი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი შეამჩნიოთ, რომელიც მალე გამოგადგებათ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 ოქტომბერი>>
ვერძი: მშფოთვარე, მაგრამ ძალიან საინტერესო დღეა. მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება და ამას შესანიშნავად გაართმევთ თავს, ხვდებით, როგორ ჯობია მოქმედება, როგორ უნდა მიაღწიოთ დასახულ მიზანს. ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ. ადამიანებთან უპრობლემოდ პოულობთ საერთო ენას. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება, რომელიც უამრავ პოზიტიურ ემოციას გაჩუქებთ.
მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული
კურო: კარგი დღეა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისთვის. ინტუივია გეხმარებათ, რომ ახალ ნაცნობებთან მალე გამონახოთ საერთო ენა და მათზე კარგი შტაბეჭდილება მოახდინოთ. როგორც არ უნდა აეწყოს ვითარება, შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას და სწორი გადაწყვეტილების მიღებას. შესაძლებელია ფინანსური საკითხების იღბლიანად გადაწყვეტა, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ.
ტყუპი: ყველაფერი ადვილად არ გამოგდით, მაგრამ გზაზე გაჩენილი ბარიერები არ გაშინებთ, მიზანზე უარს არ ამბობთ და დაწყებულს შუა გზაზე არ ტოვებთ. ასეთი სიმტკიცე მოსწონთ ირგვლივ მყოფებს და ესმით, რომ თქვენთან მეტოქეობას მეგობრობა და თანამშრომლობა ჯობია. ახლობლებთან ურთიერთობები ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ შეძლებთ პრობლემების თავიდან აცილებას.
კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ რამე რთულსა და საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდოთ. ხანდახან იღბალი თვითონ გივარდებათ ხელში და საჭირო დროს საჭირო ადგილას ჩნდებით. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია, რომ არ დაიბნეთ. ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ ჯობია მოქმედება. საქმიან მოლაპარაკებებში თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ. შეგიძლიათ თქვენი იდეები სხვებსაც გაანდოთ.
ლაქლაქი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2020
ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები
ლომი: ხართ სერიოზულად განწყობილი და სწორედ ეს გეხმარებათ გამარჯვებაში იქ, სადაც სხვები დამარცხდნენ. გარდა ამისა, იმ დეტალებს აქცვეთ ყურადღებას, რომლებიც მოგვიანებით შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ასეთი საქმიანობა, სადაც წვრილმანებისადმი ყურადღებაა საჭირო, არ გღლით და არც მოსაწყენი გეჩვენებათ. მიუხედავად სამუშაოსი, საღამოს დრო მაინც დაგრჩებათ დასვენებისთვის.
ქალწული: მშვენივრად უმკლავდებით როგორ უკვე ნაცნობ, ისე ახალ საქმეებს. არ გჭირდებათ მინიშნებები და რჩევები – თავადაც სწრაფად ერკვევით, რა და როგორაა გასაკეთებელი მიზნის მისაღწევად. დროს უქმად არ კარგავთ. საქმიანი ურთიერთობები ყოველთვის მარტივად არ აეწყობა, ხანდახან კოლეგებმა და პარტნიორებმა არასწორად შეიძლება გაგიგონ, მაგრამ ახლობლებთან შესანიშნავად გრძნობთ თავს.
სასწორი: არ იჩქაროთ. დღის დასაწყისში ყველაფერი ადვილად არ გამოგივათ. ხანდახან რთული იქნება სწორი გადაწყვეტილების მიღება, სიტუაციაში გარკვევა. მაგრამ ცოტა ხანს მოიცადეთ და მალე პოზიტიური ტენდენციების გავლენა საგრძნობი გახდება, ბევრი რამ შეიცვლება უკეთესობისკენ. თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ. მოსალოდნელია სიურპრიზები, მათ შორის, რომანტიკული.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
მორიელი: შესანიშნავი დღეა მუშაობისთვის. შეძლებთ წარმატების მიღწევას ყველასთვის მნიშვნელოვან საქმეში. ადამიანები, რომლებიც აქამდე არ გაფასებდნენ, მიხვდებიან, რომ ცდებოდნენ. შესაძლებელია წინადადების მიღება ხანგრძლივი თანამშრომლობის შესახებ. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ სწორად შეაფასოთ საკუთარი ძალები. სასიხარულო მოვლენები გელოდებათ სახლშიც. შეგიძლიათ სამომავლო გეგმების დაწყობა.
მშვილდოსანი: განსაკუთრებით კარგად ეწყობით გარშემომყოფებს, მათი ერთი სიტყვისაც კი გესმით. ეს ძალიან გეხმარებათ მუშაობაში. ადამიანები თქვენკენ შემხვედრ ნაბიჯს დგამენ და თქვენს თხოვნაზე უარს არ გეუბნებიან. ასევე მზად ხართ მხარდაჭერისთვის თქვენც. სირთულეები შეიძლება გაჩნდეს იქ, სადაც დეტალებისადმია ყურადღება საჭირო. აუცილებელია წვრილმანებზე გულისყური, რომ შეცდომები არ დაუშვათ.
თხის რქა: საქმეებს ნუ გადადებთ. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა, როდესაც მნიშვნელოვანი საკითხები შეგიძლიათ გადაწყვიტოთ. ადამიანები, რომლებიც აქამდე ხელს გიშლიდნენ, მიხვდებიან, რომ თქვენთან თანამშრომლობა და მეგობრობა ჯობია, ვიდრე მეტოქეობა. მაგრამ მაინც, მოკავშირის არჩევისას ფრთხილად იყავით – ყველას ნდობა არ შეიძლება. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები და რომანტიკული შეხვედრები გელოდებათ.
თაჯ-მაჰალი, აგრა, ინდოეთი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2018
ინდური ჰოროსკოპი – დაინახეთ საკუთარი თავი განსხვავებული რაკურსით
მერწყული: სასიამოვნო და მსუბუქი დღე გელოდებათ. შეძლებთ წინასწარ განჭვრიტოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. განსაკუთრებით გამოგადგებათ ინტუიციის მინიშნებები, რომლის წყალობითაც შესაძლებელი იქნება მომგებიანი გარიგებების დადება და იღბლიანი შოპინგი. თქვენ გვერდით არავი იწყენს. ბევრია მსურველი, რომ გაგიცნოთ და დაგიმეგობრდეთ. გექნებათ შანსი, გაიცნოთ ადამიანი, რომელზეც ბევრი კარგი გსმენიათ.
თევზები: ყველაფერი ისე არ ეწყობა, როგორც თქვენ ელოდებოდით, მაგრამ ეს ნერვიულობის საბაბი არაა, რადგან გაჩნდება სრულიად ახალი შესაძლებლობები. სანამ სხვები ფიქრობენ, თქვენ წინ მიიწევთ და გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებთ. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. ზოგიერთი საკითხის განხილვა არაოფიციალურ გარემოში სჯობს. ასეთ დროს ბევრად მომხიბლავი ხდებით.
ყველა ახალი ამბავი
0