დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 ოქტომბერი

CC BY 2.0 / Mike Norton / Cinque Terreჩინკვე-ტერე, იტალია
ჩინკვე-ტერე, იტალია - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 18ოქტომბერია, ორშაბათი. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დილით რთული იქნება საერთო ენის გამონახვა გარშემომყოფებთან. ბევრს არ ეყოფა მოთმინება სხვების მოსასმენად. მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა სწრაფად გაძლიერდება. შუადღისას დაძაბული ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი იქნება. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება საკუთარი ნიჭის გამოყენება, გარშემომყოფებისთვის ჩვენება იმისა, თუ რა შეგიძლიათ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 ოქტომბერი>>
ვერძი: იმოქმედეთ მტკიცედ და დროს უქმად ნუ დაკარგავთ. დღეს შეგიძლიათ გაუმკლავდეთ იმას, რაც დღემდე არ გამოგდიოდათ. შეძლებთ რაღაც ძველი გეგმების წარმატებით განხორციელებას. ეს გარშემომყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს, შემოგთავაზებენ დახმარებასა და მხარდაჭერას. დღის მეორე ნახევარში კარგი იქნება, თუ მოწყდებით რუტინულ საქმეებს და რამე ახალს შეეჭიდებით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2019
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული
კურო: სასიხარულო დღეა. გელოდებათ სასიამოვნო მოვლენები და კარგი სიახლეები. შესაძლებელი გახდება იმ საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც დიდი ხანია, მოსვენებას გიკარგავდათ. შეძლებთ სამომავლო გეგმების განსაზღვრას. ხშირად ახერხებთ მოვლენების წინასწარ განჭვრეტას. თუ დიდი ხანია, რამის შეცვლა გინდათ ცხოვრებაში, დღეს შეგიძლიათ კონკრეტულ ნაბიჯებზე გადახვიდეთ, ოღონდ აუჩქარებლად.
ტყუპი: გაგიჩნდებათ შესანიშნავი იდეები, მათ შორის, ისეთებიც, რომელთა განხორციელებაც დაუყოვნებლივ შეგიძლიათ. დროს ნუ დაკარგავთ, იმოქმედეთ. კარგი დღეა ინიციატივის გამოსაჩენად. ბევრი თქვენი წამოწყება მხარდაჭერას მიიღებს. კარგი დღეა ახლის დასაწყებად, იმპროვიზირებისთვის, მიზნისკენ ახალი გზების ძიებისთვის. დღეს შეგიძლიათ დაარღვიოთ ტრადიციები და გადაუხვიოთ მიღებული წესებისგან.
კირჩხიბი: სწრაფად მოქმედებაა საჭირო. არის შანსი, რომ ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვებისთვისაც, გადაწყვიტოთ ადრინდელი პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული დღეა, დაღლას არ იგრძნობთ, ხართ ძალზე ენერგიული. შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. სწრაფად ხვდებით, რა სურთ გვერდით მყოფ ადამიანებს. ამას ისინი გრძნობენ და თქვენთან გულახდილი არიან.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2019
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები
ლომი: ეცადეთ, ყველაფერს რეალისტურად შეხედოთ. სწორედ ეს დაგეხმარებათ დაინახოთ შესაძლებლობები, რომლებიც სხვებმა ვერ დაინახეს, მიაღწიოთ წარმატებას ის, სადაც ბევრმა მარცხი იგემა. თქვენს გზიდან გადაყვანას ან დაგებულ ხაფანგში შეტყუებას ვერავინ შეძლებს. ინტუიცია უშეცდომოდ გკარნაობთ, ვის შეიძლება ენდოთ და ვისგან თავი შორს დაიჭიროთ. მოსალოდნელია სიურპრიზები საყვარელი ადამიანისგან.
ქალწული: მოერიდეთ ფუჭ საუბრებს, კამათს, ხანგრძლივ განხილვებს. ეს ენერგიას წაგართმევთ. არის საქმეები, რომლებიც თქვენს ყურადღებას მოითხოვს სწორედ ახლა. მოუსმინეთ ძველ ნაცნობებს, მათ შეიძლება დაინახეს ის, რაც თქვენთვის შეუმჩნეველია. მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობებს, რომლებიც ყველაფერს აკრიტიკებენ და ცხოვრებას პირქუშ ფერებში ხედავენ. გაატარეთ დრო პოზიტიურ ადამიანებთან.
სასწორი: არ იჩქაროთ. დილა არაა საუკეთესო დრო იმისთვის, რომ რამე ახალ საქმეს შეუდგეთ ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. სამაგიეროდ კარგი დროა წვრილმანი საქმეებისთვის. ყურადღებიანი ხართ დეტალების მიმართ და ამიტომ შეცდომების დაშვება თითქმის გამორიცხულია. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციები, თავს ბევრად მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნობთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2019
ზოდიაქოს ყველაზე ფეთქებადი ნიშნები – ტოპ-ოთხეული
მორიელი: იღბლიანი დღეა. მიზნის მისაღწევად უნდა იშრომოთ და ყველაფერი გამოგივათ. გამოიჩინეთ ინიციატივა, გაუზიარეთ სხვებს იდეები. რაც უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობთ, მით უფრო ადვილი იქნება მოკავშირეების მოძებნა/ ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში ინტუიციას ენდეთ. პირად ურთიერთობებში უკეთესობისკენ ცვლილებებია მოსალოდნელი. ეს თქვენთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება.
მშვილდოსანი: ეს ის დღეა, როცა ნებისმიერთან შეძლებთ რამეზე შეთანხმებას. კარგად ჩაივლის მნიშვნელოვანი შეხვედრები. ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებთ. ურთიერთობები, რომლებიც აქამდე მხოლოდ საქმიანი ხასიათის იყო, ნაკლებად ფორმალური ხდება. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება. იპოვით პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას გიკარგავდათ.
თხის რქა: იფიქრეთ, ისწავლეთ, დააწყვეთ გეგმები. დღეს შეიძლება მიხვდეთ იმას, რაც აქამდე თავში არავის მოსვლია, გამოიტანოთ სწორი დასკვნები მაშინ, როცა მინიმალური ინფორმაცია გაგაჩნიათ. გაგიჩნდებათ შესანიშნავი იდეები, მაგრამ რეალიზაციის დაწყება ჯერ ადრეა. საქმე ბევრი გექნებათ, მაგრამ დრო დაგრჩებათ საინტერესო საუბრებისთვის. ხართ კომუნიკაბელური. შეიძლება კამათიც, მაგრამ ეს მხოლოდ კონსტრუქციული კამათი იქნება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2019
ფორტუნის საათები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
მერწყული: მოძებნეთ თანაშემწეები და მოკავშირეები. დღეს თქვენ მხარეს ბევრი ადამიანის გადმობირებას შეძლებთ, რომლებთან ერთადაც შეუძლებელს გააკეთებთ. ჩამოყალიბდება უჩვეულო, მტკიცე კავშირები. ვისთან ერთადაც თანამშრომლობას დაიწყებთ, შესაძლოა, დროთა განმავლობაში ისინი თქვენი ყველაზე ერთგული მეგობრები გახდნენ. სახლში ჩვეულებრივზე მეტი საზრუნავი შეიძლება გაჩნდეს, რასაც ხარჯი შეიძლება დასჭირდეს.
თევზები: ილაპარაკეთ საკუთარ თავზე, დღეს განსაკუთრებით საინტერესო ხართ ადამიანებისთვის. ხანდახან რთულ კითხვებს გისვამენ, მაგრამ ეს სასარგებლოა თქვენთვის, რადგან უჩვეულო დასკვნები შეიძლება გამოიტანოთ. არაა გამორიცხული, რომ გეგმების შეცვლა გადაწყვიტოთ. მოუსმინეთ ინტუიციას, ის სწორ მინიშნებებს მოგცემთ. მოეირდეთ გადაღლასა და სტრესულ სიტუაციებს და გაითვალისწინეთ, რომ დასვცენება აუცილებელია.
ყველა ახალი ამბავი
0