დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 ოქტომბერი

© courtesy of Georgia is hereჩანჩქერი
ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 17ოქტომბერია, კვირა. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. ადვილი იქნება კონტაქტის დამყარება სრულიად განსხვავებულ ადამიანებს შორის. შეიძლება ინტუიციის ნდობა, ის გიკარნახებთ, ღირს თუ არა ახალი ნაცნობების ნდობა. შესაფერისი დღეა შემოქმედებითი, ისეთი საქმიანობისთვის, სადაც ფანტაზია და კრეატიულობაა საჭირო.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 16 ოქტომბერი>>
ვერძი: მშფოთვარე დღეა. საჭიროა ბევრი რამის მოსწრება და ყოველთვის არ გრჩებათ დრო იმის მოსაფიქრებლად, თუ როგორ ჯობია მოქმედება. საბედნიეროდ, ინტუიცია დაგეხმარებათ. მისი მინიშნებების წყალობით სწრაფად მოახერხებთ ორიენტირებას. სხვების რჩევებს მაინცდამაინც ნუ ენდობით. მოსალოდნელია უჩევულო შეხვედრები. მიიღებს ძლიერ შთაბეჭდილებებს. გაჩნდება საინტერესო იდეები.
თავდაჯერებული ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
პატარა „ეშმაკუნები“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მასწავლებლებს „სისხლს უშრობენ“
კურო. გაიგებთ კარგ სიახლეებს ადამიანებზე, რომლებიც ძალიან გენატრებათ. გაგახარებთ შეხვედრები ძველ ნაცნობებთან. გექნებათ სხვადასხვა ვითარების გამო გაწყვეტილი კავშირების აღდგენის შანსი. წაგადგებათ წარსულზე დაფიქრება და მომხდარი მოვლენების გაანალიზება. შესანიშნავად უმკლავდებით სხვადასხვა ამოცანის გადაჭრას, მათ შორის, თქვენთვის სრულიად ახლის. დღეს მიღებული გამოცდილება მალე გამოგადგებათ.
ტყუპი: სასიამოვნო და მსუბუქი დღე გელოდებათ. მალე სწავლობთ ახალ რაღაცებს. გაგიჩნდებათ შესანიშნავი იდეები, რომელთა რეალიზების დროც მალე დადგება. შესაძლებელია იღბლიანი გარიგებების დადება, რამის ყიდვა. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ. გექნებათ საინტერესო საუბრები, გაქვთ შანსი, რომ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ.
კირჩხიბი: წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. დღის დასაწყისში მოსალოდნელია რაღაც გაუგებრობები, უიღბლო თანხვედრები. მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება და სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. გაგახარებთ ახლობელ ადამიანებთან შეხვედრა. საზრუნავი ბევრი გექნებათ. არაა გამორიცხული ყოფითი პრობლემები, რომელთა გადაჭრა დაუგეგმავ ხარჯებს გამოიწვევს.
პარალელური სამყაროები - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ამ სამყაროში შემოქმედება და განვითარება მოაქვთ
ლომი: არ ჩქარობთ და სწორადაც იქცევით. სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებები, დიდი ალბათობით, სწორი არ იქნება. სიმშვიდე, ყურადღების კონცენტრაცია წვრილმანებზე შეცდომებისგან დაგიცავთ. არაა გამორიცხული, რომ მნიშვნელოვან საკითხებში ის ადამიანები დაგეხმარონ, რომელთაგან ამას საერთოდ არ ელოდებით. კარგად ჩაივლის მგზავრობა, სადაც სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ.
ქალწული: დღის პირველ ნახევარში მოულოდნელი და კარგი სიახლეები გელოდებათ. შესაძლებელია წინადადების მიღება, რომლებზეც დიდხანს დაფიქრება არც გჭირდებათ. კარგი დროა მგზავრობის, სეირნობისთვის, გარემოს გამოცვლისთვის. დღის მეორე ნახევარი ბევრად მშვიდად ჩაივლის, მაგრამ ნაყოფიერად. შეგიძლიათ დაუმთავრებელი საქმეების დასრულება. შესაძლებელია ძველ ნაცნობებთან შეხვედრა.
სასწორი: ძალიან გამოგადგებათ ტაქტი და დელიკატურობა. სწორედ ამის წყალობით შეძლებთ უსიამოვნო საუბრებისა და კონფლიქტების თავიდან აცილებას. დაძაბული ურთიერთობების შეცვლას უკეთესობისკენ. ყურადღებიანი ხართ გარშემომყოფებთან. დიდი ალბათობით, გამოიძებნება საქმე, რომელიც დიდად გაგიტაცებთ. კარგი დღეა ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ამ სამყაროში ცვლილებები და სიბრძნე შემოაქვთ
მორიელი: შესანიშნავი დღეა შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობისთვის. ადვილად მოახერხებთ ირგვლივ მყოდთა დაინტერესებას, მათზე შთაბეჭდილების მოხდენას. არ მოგერიდოთ საკუთარ წარმატებებზე საუბარი – ეს დღეს ნამდვილად ყველას აინტერესებს. მოსალოდნელია თანხის მიღება, მათ შორის, მოულოდნელად. არაა გამორიცხული, ძველი ვალი დაგიბრუნონ. არ იჩქაროთ ფულის დახარჯვა.
მშვილდოსანი: დღის დასაწყისში იოლი გამარჯვების იმედი არ გქონდეთ. დიდი ჯაფა დაგადგებათ წარმატების მისაღწევად. არაა გამორიცხული, რომ რამე ძველ გადაუჭრელ ამოცანას დაუბრუნდეთ. თუ არ აჩქარდებით, ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო მოვლენები გელოდებათ. იღბალი თქვენ გვერდით იქნება. შესაძლებელია ახლობლებთან საჭირბოროტო საკითხების განხილვა და გადაჭრა.
თხის რქა: კარგი იქნება, თუ რუტინას დააღწევთ თავს. გააკეთეთ ის, რაც ნამდვილად გაინტერესებთ. სწორედ ასეთ საქმეში მიაღწევთ დიდ წარმატებას. საჭირო შედეგის მისაღწევად შეიძლება დიდი ძალისხმევა არც დაგჭირდეთ. თანხასთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო, რადგან ფულის ფლანგვის ხასიათზე ხართ. მაგრამ დიდ თანხაზე არაა საუბარი, ამიტომ თუ ცდუნებას მაინც აჰყევით, ნერვიულობა არ ღირს.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც თავიანთ მიზნებს ყოველთვის აღწევენ
მერწყული: დღეს ბევრ რამეზე ჩვეულებრივზე მეტად მწვავედ რეაგირებთ, გულთან ახლოს მიგაქვთ ის, რასაც სხვა დროს ყურადღებას არ მიაქცევდით. საბედნიეროდ, გვერდით გყავთ ადამიანები, რომლებიც თქვენს განწყობას გამოასწორებენ და მათი მხარდაჭერით სიმშვიდეს მოიპოვებთ. ხელსაყრელი დღეა სახლის საქმეების გასაკეთებლად. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა საყიდლებისთვის.
თევზები: დღე იღბლიანად დაიწყება. გელოდებათ შესანიშნავი სიახლეები, წინადადებები. მოსალოდნელია სასიხარულო სტუმრიანობა. დღის მეორე ნახევარში გაგიჩნდებათ ახალი იდეები. ჩანაფიქრის რეალიზებისთვის ჯერ სათანადო დრო არ არის, მაგრამ მოქმედებების დაგეგმვა შეგიძლიათ: გაითვალისწინეთ ყველა დეტალი. სწორად შეაფასეთ შესაძლებლობები, წინასწარ გათვალეთ გარშემომყოფების მოქმედებები.
ყველა ახალი ამბავი
0