https://sputnik-georgia.com/20211018/turnava-enkastan-dava-saarbitrajomde-ar-mivides-260656272.html
თურნავა: ჩვენი სურვილია Enka-სთან დავა საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივიდეს
თურნავა: ჩვენი სურვილია Enka-სთან დავა საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივიდეს
Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, „ნამახვანის“ პროექტის განხორციელება ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. 18.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-18T18:30+0400
2021-10-18T18:30+0400
2021-10-18T23:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0e/251463205_0:102:1967:1208_1920x0_80_0_0_c882a3dd0ec565d01e571c8f335e33dc.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებისთვის არასასურველია „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით თურქულ კომპანია Enka-სთან წარმოქმნილი დავის საარბიტრაჟო სასამართლოს გზით გადაჭრა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.კომპანია ENKA-მ 20 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აცნობა, რომ ერთი თვის შემდეგ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის შესახებ კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს. მასმედიაში ამის შესახებ ინფორმაცია 22 სექტემბერს გავრცელდა.რაც შეეხება კომპანიის განცხადებას პროექტიდან გასვლის შესახებ, მინისტრის თქმით, ეს უბრალო საკითხი არაა და ცალმხრივად გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება.„იმიტომ რომ შეთანხმებაში მკაფიოდაა განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს. არ არის ისე, ცალმხრივად მოიწეროს ინვესტორმა და დატოვოს პროექტი, ასე არ ხდება. აქ მთელი რიგი პასუხისმგებლობებია“, – განაცხადა მინისტრმა.თურნავამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტის განხორციელებას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. მისი თქმით, ეკონომიკის აღდგენა ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას ნიშნავს. მთავრობის ამოცანა კი არის მოთხოვნის დაკმაყოფილება საკუთარი წარმოების და არა იმპორტის ხარჯზე. საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. პროექტი დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოების 15%-ით გაზრდას ითვალისწინებდა. კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმებოდა. თუმცა, მრავალი წინააღმდეგობისა და ფორსმაჟორული სიტუაციების გამო ENKA-მ ხელშეკრულების გაწყვეტა გადაწყვიტა.საზოგადოებრივი პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იმერეთის რეგიონში ათ თვეზე მეტი გაგრძელდა. ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა.
https://sputnik-georgia.com/20210928/enka-vs-saqartvelo-namaxvanhesis-saqme-sheizleba-saarbitrajo-sasamartlomde-mivides-259950535.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0e/251463205_110:0:1857:1310_1920x0_80_0_0_cf6e0a338cbdee2639bc8e3afbf88330.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა , ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა , ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
თურნავა: ჩვენი სურვილია Enka-სთან დავა საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივიდეს
18:30 18.10.2021 (განახლებულია: 23:13 18.10.2021) ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, „ნამახვანის“ პროექტის განხორციელება ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებისთვის არასასურველია „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით თურქულ კომპანია Enka-სთან წარმოქმნილი დავის საარბიტრაჟო სასამართლოს გზით გადაჭრა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
კომპანია ENKA-მ 20 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აცნობა, რომ ერთი თვის შემდეგ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის შესახებ კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს. მასმედიაში ამის შესახებ ინფორმაცია 22 სექტემბერს გავრცელდა.
„ჩვენ გვსურს მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შევძლოთ კომპანია „ენკასთან“ ამ საკითხის დარეგულირება და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში. რა თქმა უნდა, არბიტრაჟი სასურველი არ არის არც ჩვენთვის და, იმედი მაქვს, არც კომპანია „ენკასთვის“, რომლის მთავარი პროფილია მშენებლობა და არა არბიტრაჟში დავა. ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ექსპერტების, იურისტებისა და ენერგეტიკოსების დონეზე შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მე თვალყურს ვადევნებ ამ პროცესს“, – განაცხადა თურნავამ.
რაც შეეხება კომპანიის განცხადებას პროექტიდან გასვლის შესახებ, მინისტრის თქმით, ეს უბრალო საკითხი არაა და ცალმხრივად გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება.
„იმიტომ რომ შეთანხმებაში მკაფიოდაა განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს. არ არის ისე, ცალმხრივად მოიწეროს ინვესტორმა და დატოვოს პროექტი, ასე არ ხდება. აქ მთელი რიგი პასუხისმგებლობებია“, – განაცხადა მინისტრმა.
თურნავამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტის განხორციელებას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. მისი თქმით, ეკონომიკის აღდგენა ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას ნიშნავს. მთავრობის ამოცანა კი არის მოთხოვნის დაკმაყოფილება საკუთარი წარმოების და არა იმპორტის ხარჯზე.
28 სექტემბერი 2021, 10:21
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. პროექტი დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოების 15%-ით გაზრდას ითვალისწინებდა. კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმებოდა. თუმცა, მრავალი წინააღმდეგობისა და ფორსმაჟორული სიტუაციების გამო ENKA-მ ხელშეკრულების გაწყვეტა გადაწყვიტა.
საზოგადოებრივი პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იმერეთის რეგიონში ათ თვეზე მეტი გაგრძელდა. ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა.