https://sputnik-georgia.com/20210928/enka-vs-saqartvelo-namaxvanhesis-saqme-sheizleba-saarbitrajo-sasamartlomde-mivides-259950535.html
Enka Vs საქართველო: „ნამახვანჰესის“ საქმე შეიძლება საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდეს
Enka Vs საქართველო: „ნამახვანჰესის“ საქმე შეიძლება საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდეს
Sputnik საქართველო
როდესაც საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მიდის, თითოეული მხარე ცდილობს თავისთვის საუკეთესო სარგებელი მიიღოს, განაცხადა მინისტრმა. 28.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-28T10:21+0400
2021-09-28T10:21+0400
2021-09-28T14:40+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251586724_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_239b74e8cc4821a87813fa8c82f3af2e.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია Enка Renewables დავის გადაწყვეტას არბიტრაჟში გადაწყვეტს, საქართველო შესაბამის ზომებს მიიღებს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.კომპანია ENKA-მ 20 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აცნობა, რომ ერთი თვის შემდეგ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის შესახებ კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს. მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია 22 სექტემბერს გავრცელდა. ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი იმავე დღეს გააკეთეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, კომპანიასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.ბრეგაძის თქმით, ნებისმიერი კონტრაქტი შეიძლება შეწყდეს, პირობები შეიცვალოს და ეს არის ურთიერთობა ორ ან მეტ მხარეს შორის.მისი თქმით, როდესაც საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მიდის, თითოეული მხარე ცდილობს თავისთვის საუკეთესო სარგებელი მიიღოს.„ბუნებრივია, აქ თითოეული მხარე ცდილობს, თავისთვის საუკეთესო სარგებელი მიიღოს. ამ შემთხვევაში ერთვება ნეიტრალური არბიტრი და სწორედ ნეიტრალურ არბიტრთან თითოეული მხარე ცდილობს დაამტკიცოს თავისი სიმართლე და მიიღოს თავისთვის საუკეთესო გამოსავალი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მისი თქმით, ხელშეკრულება რომ კაბალური ყოფილიყო, მთავრობა ამას არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმებოდა.„პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ დავიწყეთ შესწავლა, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული ხელშეკრულება საერთაშორისო პრაქტიკას. კონტრაქტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ერთ-ერთი უკვე პრაქტიკულად დასრულებულია. ჩვენ გვაინტერესებს ეს კონტრაქტი და არ მიგვიღია დაკვეთა, რომ კონტრაქტი შეგვეწყვიტა. რაც შეეხება პროცედურებს, თუ როგორ იდება ხელშეკრულება, იუსტიციის სამინისტრო არის პასუხისმგებელი ექსპერტიზაზე. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის გარეშე არც ერთი კონტრაქტი არ გამოდის მთავრობაზე. რა თქმა უნდა, აქ არის იუსტიციის სამინისტროს დასკვნა“, – განაცხადა მინისტრმა.ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ კომპანია Enka-სთან დაკავშირებით საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივა.„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივიდეს და საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყდეს. მათი ამოცანაა პროექტის აშენება და არა სასამართლოში სიარული“, – განაცხადა თურნავამ.მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაგრძელებისთვის. „ვინაიდან დღეს არის ვითარება, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი არსებობს, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რათა შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქმე დავამდე არ მივიდეს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობა ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსა და მისი ენერგოდამოუკიდებლობისთვის.საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. პროექტი დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოების 15%-ით გაზრდას ითვალისწინებდა. კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმებოდა. თუმცა, მრავალი წინააღმდეგობისა და ფორსმაჟორული სიტუაციების გამო ENKA-მ ხელშეკრულების გაწყვეტა გადაწყვიტა.საზოგადოებრივი პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იმერეთის რეგიონში ათ თვეზე მეტი გაგრძელდა. ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა.
https://sputnik-georgia.com/20210927/enka-dakavshirebit-iko-tu-ara-garibashvilsa-da-erdogans-shoris-komunikacia-259929757.html
https://sputnik-georgia.com/20210922/namaxvanhesi-ar-iqneba-turqulma-kompania-kontraqti-gawyvita-259805423.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251586724_338:0:3067:2047_1920x0_80_0_0_501d0fd69222375c01d9a82f43eabc2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
Enka Vs საქართველო: „ნამახვანჰესის“ საქმე შეიძლება საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდეს
10:21 28.09.2021 (განახლებულია: 14:40 28.09.2021) როდესაც საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მიდის, თითოეული მხარე ცდილობს თავისთვის საუკეთესო სარგებელი მიიღოს, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია Enка Renewables დავის გადაწყვეტას არბიტრაჟში გადაწყვეტს, საქართველო შესაბამის ზომებს მიიღებს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
კომპანია ENKA-მ 20 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აცნობა, რომ ერთი თვის შემდეგ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის შესახებ კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს. მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია 22 სექტემბერს გავრცელდა. ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი იმავე დღეს გააკეთეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, კომპანიასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ბრეგაძის თქმით, ნებისმიერი კონტრაქტი შეიძლება შეწყდეს, პირობები შეიცვალოს და ეს არის ურთიერთობა ორ ან მეტ მხარეს შორის.
„ჩვენ წინასწარ მთელ სტრატეგიას ვერ გავამხელთ. ნებისმიერი კონტრაქტი შეიძლება შეწყდეს, პირობები შეიცვალოს და ეს არის ურთიერთობა ორ და მეტ მხარეს შორის. ზოგჯერ იცვლება განწყობები, ზოგჯერ იცვლება პირობებიც. არ ვგულისხმობ ადამიანურ განწყობებს, ვგულისხმობ კონტრაქტის მიმართ განწყობებსა და მთელ რიგ სხვადასხვა საკითხს“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, როდესაც საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მიდის, თითოეული მხარე ცდილობს თავისთვის საუკეთესო სარგებელი მიიღოს.
„ბუნებრივია, აქ თითოეული მხარე ცდილობს, თავისთვის საუკეთესო სარგებელი მიიღოს. ამ შემთხვევაში ერთვება ნეიტრალური არბიტრი და სწორედ ნეიტრალურ არბიტრთან თითოეული მხარე ცდილობს დაამტკიცოს თავისი სიმართლე და მიიღოს თავისთვის საუკეთესო გამოსავალი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
27 სექტემბერი 2021, 15:49
მისი თქმით, ხელშეკრულება რომ კაბალური ყოფილიყო, მთავრობა ამას არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმებოდა.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ დავიწყეთ შესწავლა, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული ხელშეკრულება საერთაშორისო პრაქტიკას. კონტრაქტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ერთ-ერთი უკვე პრაქტიკულად დასრულებულია. ჩვენ გვაინტერესებს ეს კონტრაქტი და არ მიგვიღია დაკვეთა, რომ კონტრაქტი შეგვეწყვიტა. რაც შეეხება პროცედურებს, თუ როგორ იდება ხელშეკრულება, იუსტიციის სამინისტრო არის პასუხისმგებელი ექსპერტიზაზე. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის გარეშე არც ერთი კონტრაქტი არ გამოდის მთავრობაზე. რა თქმა უნდა, აქ არის იუსტიციის სამინისტროს დასკვნა“, – განაცხადა მინისტრმა.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ კომპანია Enka-სთან დაკავშირებით საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივა.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივიდეს და საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყდეს. მათი ამოცანაა პროექტის აშენება და არა სასამართლოში სიარული“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაგრძელებისთვის.
22 სექტემბერი 2021, 16:46
„ვინაიდან დღეს არის ვითარება, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი არსებობს, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რათა შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქმე დავამდე არ მივიდეს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობა ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსა და მისი ენერგოდამოუკიდებლობისთვის.
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. პროექტი დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოების 15%-ით გაზრდას ითვალისწინებდა. კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმებოდა. თუმცა, მრავალი წინააღმდეგობისა და ფორსმაჟორული სიტუაციების გამო ENKA-მ ხელშეკრულების გაწყვეტა გადაწყვიტა.
საზოგადოებრივი პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იმერეთის რეგიონში ათ თვეზე მეტი გაგრძელდა. ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა.