იყო თუ არა ღარიბაშვილსა და ერდოღანს შორის კომუნიკაცია ENKA-სთან დაკავშირებით?

© photo: Sputnikნამახვანჰესის მშენებლობა
ნამახვანჰესის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
კომპანია ENKA-ს განცხადებით, „ნამახვანჰესის" კასკადის პროექტიდან გასვლისა და საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი კონტრაქტის პირობების და გარემოებების დარღვევაა.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. კომპანია ENKA-სთან გაფორმებული კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა და მასში ბევრი რამ იყო მიუღებელი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქულმა კომპანია ENKA Renewables-მა საქართველოს მთავრობასთან „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის შესახებ კონტრაქტი გაწყვიტა. კომპანია ENKA-მ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პროექტიდან შესაძლო გასვლის შესახებ ერთი თვით ადრე აცნობა.
ჰესის მოწინააღმდეგეების აქცია. ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
„ნამახვანჰესი“ არ იქნება? – თურქულმა კომპანიამ საქართველოსთან კონტრაქტი გაწყვიტა
მთავრობის მეთაურმა კომპანია ENKA-ს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებელ ინვესტორ კომპანიასთან დიალოგი და კომუნიკაცია გაგრძელდება. მისი თქმით, ქვეყნის აბსოლუტური სუვერენული უფლებაა, ინვესტორს ელაპარაკოს იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.

„ჩვენ მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო. გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ პროექტის შემდგომ ბედს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართულ მხარეს აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან არ ჰქონია.
„ეს წმინდად ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მათ მაქსიმალურ კომფორტს შევუქმნით ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
როგორც სათავო კომპანია ENKA İNSAAT-ში აცხადებენ, შეთანხმების გაწყვეტის მიზეზი კონტრაქტის პირობების და გარემოებების დარღვევაა.
ნამახვანჰესის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
„ცუდი სიგნალი“ – „ქართულ ოცნებაში“ კომპანია ENKA-ს გადაწყვეტილება შეაფასეს
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ ირგვლივ
საზოგადოებრივი პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იმერეთის რეგიონში ათ თვეზე მეტი გაგრძელდა. ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა.
საზოგადოებრივი პროტესტის მასშტაბის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით მორატორიუმი გამოაცხადა და პირობა დადო, რომ პროექტს გადახედავდა, ასევე სადავო საკითხის მოგვარებაში საერთაშორისო შუამავლებს ჩართავდა.
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობის აგება ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოსტერიტორიაზე იგეგმებოდა.
პროექტით „ნამახვანჰესი“ ორი ჰესის კასკადისგან უნდა შემდგარიყო: ერთის ფართობი 1 კვ.კმ, მეორის – 5,1 კვ.კმ უნდა ყოფილიყო. კასკადის მეშვეობით დარეგულირდებოდა წყლის დონე, რათა ხეობაში თავიდან აცილებულიყო წყალდიდობა.
პროექტი დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოების 15%-ით გაზრდას ითვალისწინებდა.
ყველა ახალი ამბავი
0