„ცუდი სიგნალი“ – „ქართულ ოცნებაში“ კომპანია ENKA-ს გადაწყვეტილება შეაფასეს

© photo: Sputnik / Stringerნამახვანჰესის მშენებლობა
ნამახვანჰესის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ნამახვანჰესის პროექტიდან თურქული კომპანიის გასვლა ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლაზე აისახება
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. კომპანია ENKA Renewables-ის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ ცუდი სიგნალია მომავალი ინვესტორებისთვის, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თურქული კომპანიის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
ნამახვანჰესის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
ეკონომიკის სამინისტრო: ქართული მხარე ENKA-სთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს
თურქულმა კომპანია ENKA Renewables-მა ნამახვანჰესის კასკადის პროექტიდან გასვლისა და საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ განაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეთანხმების გაწყვეტის მიზეზი კონტრაქტის პირობების და გარემოებების დარღვევაა.
„ეს იყო კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ჩვენთვის არის ერთ-ერთ პრიორიტეტი, არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ვნებათაღელვა ნამახვანჰესის ირგვლივ

საზოგადოებრივი პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იმერეთის რეგიონში ათ თვეზე მეტია გრძელდება. მოწინააღმდეგეების მტკიცებით, პროექტი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს რეგიონის ეკოლოგიას. ისინი კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ.
საზოგადოებრივი პროტესტის მასშტაბის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ რიონზე ჰესის კასკადის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით მორატორიუმი გამოაცხადა და პირობა დადო, რომ პროექტს გადახედავდა, ასევე სადავო საკითხის მოგვარებაში საერთაშორისო შუამავლებს ჩართავდა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის კონტრაქტს საერთაშორისო იურიდიული კომპანია CMS შეისწავლის
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობის აგება ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა.
„ნამახვანჰესი“ ორი ჰესის კასკადისგან შედგება: ერთის ფართობი 1 კვ.კმ-ია, მეორის – 5,1 კვ.კმ. კასკადის მეშვეობით დარეგულირდება წყლის დონე, რათა ხეობაში თავიდან იქნეს აცილებული წყალდიდობა.
პროექტი დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოების 15%-ით გაზრდას ითვალისწინებდა.
ყველა ახალი ამბავი
0