https://sputnik-georgia.com/20211018/parlamentma-2022-wlis-saxelmwifo-biujetis-tavdapirveli-versiis-ganxilva-daasrula-260666750.html
პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსიის განხილვა დაასრულა
პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსიის განხილვა დაასრულა
Sputnik საქართველო
არსებული კანონმდებლობით, მთავრობა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს პარლამენტს 5 ნოემბრამდე წარუდგენს და დეპუტატები პროექტის გადახედვას და... 18.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-18T23:43+0400
2021-10-18T23:43+0400
2021-10-19T01:44+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_633:355:2972:1671_1920x0_80_0_0_649240aba6c290e28261ef783e88eaac.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი- Sputnik. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, სოციალური ვალდებულებების შესრულებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე, განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართა შემაჯამებელი სხდომა, სადაც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მაკროეკონომიკური პროგნოზები და ეკონომიკური პარამეტრები წარადგინა, უპასუხა კომიტეტის წევრების კითხვებს და დეტალური განმარტებები გააკეთა.კოვზანაძემ COVID-19, მაღალი ინფლაცია და ლარის კურსი დაასახელა იმ მთავარ გამოწვევებს შორის, რომელთა გადაჭრაში მომავალი წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. „ის უნდა იყოს სტაბილურობის, მდგრადობის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ბიუჯეტი“, - განაცხადა მან.პარლამენტის სპიკერის მიერ ხელმოწერილი 2022 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მთავრობას გადაეგზავნება. კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი შესწორებულ დოკუმენტს 5 ნოემბერს მიიღებს. დეპუტატები პროექტის გადახედვას და შენიშვნების გამოთქმას კიდევ ერთხელ შეძლებენ, ხოლო წლის ბოლოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვა და დამტკიცება მოხდება.რაზე დაიხარჯება თანხები2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების მოცულობა განსაზღვრულია 18,7 მლრდ ლარის დონეზე, ხოლო ასიგნებები - 18,4 მლრდ ლარის. მომავალ წელს გათვალისწინებულია პენსიების ზრდა და პედაგოგების ხელფასების მომატება.მაგრამ მთავრობა პანდემიასთან ბრძოლისთვის ხარჯების შემცირებას გეგმავს. 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მართვაზეა ორიენტირებული (სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება, მკურნალობის, ტესტირების და კვლევების ხარჯები და სხვ.) 810 მილიონ ლარს შეადგენს. მიმდინარე წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით ბიუჯეტი 310 მილიონი ლარით შემცირდა და მომავალ წელს 500 მილიონ ლარს შეადგენს.
https://sputnik-georgia.com/20211005/parlamenti-2022-wlis-biujetis-proeqts-finansta-saministros-18-oqtombers-daubrunebs-260262633.html
https://sputnik-georgia.com/20211011/jandacvis0saministros-dafinanseba-umcirdeba-260427507.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_1106:366:2846:1671_1920x0_80_0_0_745912838fbddf332ad8f0a7b949a3e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსიის განხილვა დაასრულა
23:43 18.10.2021 (განახლებულია: 01:44 19.10.2021) არსებული კანონმდებლობით, მთავრობა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს პარლამენტს 5 ნოემბრამდე წარუდგენს და დეპუტატები პროექტის გადახედვას და შენიშვნების გამოთქმას კიდევ ერთხელ შეძლებენ
თბილისი, 18 ოქტომბერი- Sputnik. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, სოციალური ვალდებულებების შესრულებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე, განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართა შემაჯამებელი სხდომა, სადაც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მაკროეკონომიკური პროგნოზები და ეკონომიკური პარამეტრები წარადგინა, უპასუხა კომიტეტის წევრების კითხვებს და დეტალური განმარტებები გააკეთა.
„ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ეკონომიკის 6%-იან ზრდას და დეფიციტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლებას - 6,9%-დან ბიუჯეტის დეფიციტი 4,4%-მდე მცირდება. დეფიციტის შემცირება პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი გავლენას ახდენს ინფლაციასა და ლარის კურსზე, ეს ორი საკითხი კი დღეს ჩვენი მოსახლეობის და ეკონომიკის მთავარ გამოწვევად რჩება. ცხადია, ჯობია დეფიციტის ნიშნულის კიდევ უფრო შემცირება, თუმცა მსოფლიო პანდემიით გამოწვეული არაპროგნოზირებადი გარემოს გათვალისწინებით უნდა დავფიქრდეთ იმაზეც თუ ასიგნებების ნაწილში რა შედეგს მოგვიტანს ეს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
კოვზანაძემ COVID-19, მაღალი ინფლაცია და ლარის კურსი დაასახელა იმ მთავარ გამოწვევებს შორის, რომელთა გადაჭრაში მომავალი წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. „ის უნდა იყოს სტაბილურობის, მდგრადობის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ბიუჯეტი“, - განაცხადა მან.
პარლამენტის სპიკერის მიერ ხელმოწერილი 2022 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მთავრობას გადაეგზავნება. კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი შესწორებულ დოკუმენტს 5 ნოემბერს მიიღებს. დეპუტატები პროექტის გადახედვას და შენიშვნების გამოთქმას კიდევ ერთხელ შეძლებენ, ხოლო წლის ბოლოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვა და დამტკიცება მოხდება.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების მოცულობა განსაზღვრულია 18,7 მლრდ ლარის დონეზე, ხოლო ასიგნებები - 18,4 მლრდ ლარის. მომავალ წელს გათვალისწინებულია პენსიების ზრდა და პედაგოგების ხელფასების მომატება.
მაგრამ მთავრობა პანდემიასთან ბრძოლისთვის ხარჯების შემცირებას გეგმავს. 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მართვაზეა ორიენტირებული (სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება, მკურნალობის, ტესტირების და კვლევების ხარჯები და სხვ.) 810 მილიონ ლარს შეადგენს. მიმდინარე წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით ბიუჯეტი 310 მილიონი ლარით შემცირდა და მომავალ წელს 500 მილიონ ლარს შეადგენს.