ირაკლი ღარიბაშვილი: ვეტერანების ყოველთვიური დანამატი ხუთჯერ გაიზრდება

© Government of Georgiaვეტერანის დღე
ვეტერანის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2021
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა სხვადასხვა თაობის ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა.
თბილისი, 17 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი, რომელიც 22 ლარს შეადგენს, 2022 წლის იანვრიდან ხუთჯერ გაიზრდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2021
სალომე ზურაბიშვილი: „ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება“
შესაბამისად, მომავალი წლიდან ეს თანხა 110 ლარს უნდა გაუტოლდეს.
მთავრობის მეთაურმა სხვადასხვა თაობის ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მისი თქმით, მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვეტერანებზე, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
„თქვენი დაფასება არის არა მხოლოდ თქვენი ღვაწლისა და დამსახურების აღიარება, არამედ ესაა ზრუნვა მომავალზე, ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების, სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ გახსნა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავღანეთის ომის ვეტერანების შეხვედრა ილია მეორესთან - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
„მათ არაფერი მოუთხოვიათ“: ილია მეორე ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
დღეისათვის საქართველოში ვეტერანის სტატუსი აქვს მინიჭებული 66.479 ადამიანს - ისინი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებია, ასევე გვიანი პერიოდების კონფლიქტების მონაწილეები და მათი ოჯახის წევრები არიან.
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0