სალომე ზურაბიშვილი: „ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება“

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2021
გამოწერა
პრეზიდენტმა ვეტერანებს მათი დღე მიულოცა, უსურვა ჯანმრთელობა და დღეგრძელობა
თბილისი, 17 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანები, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და სხვა სტუმრები.
პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ვეტერანის დღე მიულოცა.
„ძვირფასო ვეტერანებო, თქვენ ხართ რეალურად ჩვენი საზოგადოების მაგალითი და ჩვენი საზოგადოების საყრდენი, იმიტომ რომ, თქვენ გაიგივებული ხართ არამხოლოდ ისტორიასთან და წარსულთან, არამედ მომავალთანაც. არ არსებობს საზოგადოება, რომელიც არ სცემს პატივს თავის ვეტერანებს და ჰყავს ძლიერი ჯარი. ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება. ჯარის შემართებაც ვეტერანების დაფასებაზე დგას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანას და ჯარს სჭირდება ვეტერანების პროფესიონალიზმი, ხოლო მათი შემართება საზოგადოებას დეპრესიიდან გამოსვლაში უნდა დაეხმაროს.
პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, ვეტერანებს მიეცეთ საშუალება, სკოლებში უამბონ მოსწავლეებს, რას ნიშნავს პატრიოტული სულისკვეთება.
ავღანეთის ომის ვეტერანების შეხვედრა ილია მეორესთან - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
„მათ არაფერი მოუთხოვიათ“: ილია მეორე ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
„ამ კუთხით ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ვეტერანების ისტორია ჩვენს ქვეყანაში განუყოფელია ჩვენი ქვეყნის ისტორიისაგან და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისგან, ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ეს ისტორია ყველამ იცოდეს, ისწავლოს და რაც მთავარია გაიგოს და დააფასოს. დაფასება არის პირველი ნაბიჯი გაგებისკენ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მან ვეტერანებისა და მათი ოჯახების მიმართ მადლიერება გამოხატა, მათ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.
„ქედს ვიხრი დაღუპული ვეტერანების წინაშე. მინდა, მადლიერება გამოვხატო ასევე თქვენი ოჯახების მიმართ, რომლებიც თქვენი ბრძოლისა და თქვენი შემართების ნაწილი არიან“, - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეისათვის საქართველოში ვეტერანის სტატუსი აქვს მინიჭებული 66.479 ადამიანს - ისინი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებია, ასევე გვიანი პერიოდების კონფლიქტების მონაწილეები და მათი ოჯახის წევრები არიან.
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0