https://sputnik-georgia.com/20211015/kobaxize-saakasvils-simsilobis-gamo-ar-gaatavisufleben-260582601.html
სააკაშვილს შიმშილობის გამო არ გაათავისუფლებენ – კობახიძე
სააკაშვილს შიმშილობის გამო არ გაათავისუფლებენ – კობახიძე
Sputnik საქართველო
სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები „ზღვაში წვეთია" მის მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან, აღნიშნეს „ოცნებაში". 15.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-15T13:48+0400
2021-10-15T13:48+0400
2021-10-15T20:17+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_85:0:3726:2048_1920x0_80_0_0_ef56dd94a9c745714feca0ea73205214.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ გაათავისუფლებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ციხეში შიმშილობა გამოაცხადა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს გამოაცხადა შიმშილობა.საქართველოს პრემიერი სააკაშვილზე ლაპარაკით დაიღალა>>კობახიძის თქმით, მოქმედი ქართული ხელისუფლება პატიმრობიდან არავითარ შემთხვევაში არ გაათავისუფლებს სააკაშვილს, სანამ ის სასამართლოს მიერ გამოტანილ სასჯელს არ მოიხდის.მან აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები „ზღვაში წვეთია" იმასთან შედარებით, რაც მან ჩაიდინა.პოლიტიკოსმა დასძინა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში შიმშილობის ბევრი ფაქტი ყოფილა, მაგრამ „არ მახსენდება არც ერთი შიმშილობა, რომელიც ვიღაცამ მოთხოვნის გარეშე დაიწყო. კაცს მოთხოვნა არ აქვს".„ქართულ და მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა – მოთხოვნასაც ვერ აყენებს, ისე შიმშილობს", – აღნიშნა კობახიძემ.ექს-პრეზიდენტი ციხეში ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზეა – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით მან ციხეში ექვსი წელი უნდა გაატაროს.გარდა ამისა, სააკაშვილი ფიგურანტია 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის მიტინგის დარბევის, ტელეკომპანია "იმედის" დარბევისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვის საქმეებში. ამ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20211015/saakasvili-simsiloba-eqimebi-260580943.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_697:0:3428:2048_1920x0_80_0_0_1eaaa3b28d0c3e539d33b3ca8e526d27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილს შიმშილობის გამო არ გაათავისუფლებენ – კობახიძე
13:48 15.10.2021 (განახლებულია: 20:17 15.10.2021) სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები „ზღვაში წვეთია" მის მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან, აღნიშნეს „ოცნებაში".
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ გაათავისუფლებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ციხეში შიმშილობა გამოაცხადა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს გამოაცხადა შიმშილობა.
კობახიძის თქმით, მოქმედი ქართული ხელისუფლება პატიმრობიდან არავითარ შემთხვევაში არ გაათავისუფლებს სააკაშვილს, სანამ ის სასამართლოს მიერ გამოტანილ სასჯელს არ მოიხდის.
„ნებისმიერი პატიმარი როცა შიმშილობს, საჭიროა მასზე დაკვირვება და ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება უზრუნველყოფილი. თუ იქნება გართულება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი ჩარევა იქნება, რაც იქნებოდა უზრუნველყოფილი სხვა პატიმრის შემთხვევაში", – განაცხადა კობახიძემ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ „იმედის" ეთერში.
მან აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები „ზღვაში წვეთია" იმასთან შედარებით, რაც მან ჩაიდინა.
პოლიტიკოსმა დასძინა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში შიმშილობის ბევრი ფაქტი ყოფილა, მაგრამ „არ მახსენდება არც ერთი შიმშილობა, რომელიც ვიღაცამ მოთხოვნის გარეშე დაიწყო. კაცს მოთხოვნა არ აქვს".
„ქართულ და მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა – მოთხოვნასაც ვერ აყენებს, ისე შიმშილობს", – აღნიშნა კობახიძემ.
ექს-პრეზიდენტი ციხეში ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზეა – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით მან ციხეში ექვსი წელი უნდა გაატაროს.
გარდა ამისა, სააკაშვილი ფიგურანტია 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის მიტინგის დარბევის, ტელეკომპანია "იმედის" დარბევისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვის საქმეებში. ამ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.