შიმშილობის მე-15 დღე: ექიმები სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ

© photo: Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმების ჯგუფი აკვირდება, რომელიც საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რამე სახის რისკებზე საუბარი ჯერ ადრეა, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
უფრო ადრე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ექიმების ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობას გააკონტროლებს და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის. ექს-პრეზიდენტი ამას დათანხმდა. ადვოკატებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ მისი მდგომარეობა უარესდება, თუმცა სტაბილურია.
სააკაშვილი: „ერთი ხინკლის შეჭმა მოვასწარი">>
ექიმების ჯგუფი მუშაობას უკვე შეუდგა, თუმცა, როგორც სარჯველაძემ განაცხადა, სამუშაო პროცესი კონფიდენციალურია საკითხის მგრძნობიარობიდან გამომდინარე.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და ამ წუთას საფრთხეებზე საუბარი გადაჭარბებული და არაარგუმენტირებულია. რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ზედმიწევნით, აკურატულად, ზუსტად, ყველა სტანდარტისა და ნორმების დაცვით განხორციელდეს მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც შესაბამისი პროტოკოლითა და ნორმებითაა გათვალისწინებული", – განაცხადა სარჯველაძემ.

მან აღნიშნა, რომ ექიმების ჯგუფი თანამშრომლობს იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ასევე სახალხო დამცველის აპარატთან.
სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან შიმშილობა იმავე დღეს გამოაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
ციხეში სააკაშვილის ჯანმრთელობას ექიმების ჯგუფი დააკვირდება
ექს-პრეზიდენტი ციხეში ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზეა – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით მან ციხეში ექვსი წელი უნდა გაატაროს.
გარდა ამისა, სააკაშვილი ფიგურანტია 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის მიტინგის დარბევის, ტელეკომპანია "იმედის" დარბევისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვის საქმეებში. ამ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0