საქართველოს პრემიერი სააკაშვილზე ლაპარაკით დაიღალა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
ძალიან ბევრი ემოცია დაიხარჯა, ახლა საჭიროა საქმეზე კონცენტრირება, მიაჩნია პრემიერ-მინისტრს.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი თქვა დამატებითი განმარტებების გაკეთებაზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც პატიმრობაში იმყოფება.
სააკაშვილი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩამოვიდა და დაპატიმრებულ იქნა 1 ოქტომბერს. დაკავების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა და არ აპირებს მის შეწყვეტას მანამ, სანამ ციხიდან არ გამოვა.

„მე აღარ მინდა უბრალოდ პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი. საკმარისია, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა, ძალიან ბევრი ემოციაც დავხარჯეთ, საქმეზე არის კონცენტრირება ახლა საჭირო“, – თქვა ღარიბაშვილმა.

ამავე დროს პრემიერმა გაიმეორა ექს-პრეზიდენტის მისამართით მის მიერ ადრე ნათქვამი ბრალდებებები.
„პატიმარი სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა, მათ შორის ძალიან მძიმე დესტაბილიზაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც, თუ, რა თქმა უნდა, ისე განვითარდებოდა, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს დიდი განსაცდელი, პროვოკაცია ავარიდეთ ქვეყანას, მოსახლოებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
პრემიერი: სააკაშვილის დაკავებით ქვეყანაში არეულობა ავირიდეთ
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ის არ ელოდება დაპირისპირებას დღევანდელ აქციაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში სააკაშვილის მომხრეების ორგანიზებით უნდა გაიმართოს.
„მე არ ველოდები დღეს დაპირისპირებას. ჩვენ ყველას გვჭირდება სიმშვიდე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ქვეყანაში სიმშვიდის საკითხი ოპოზიციაზეც არის დამოკიდებული.
არანაირი სიტყვა დარბევა არც გამოიყენოთ - კუჭავა „ნაციონალების“ აქციაზე>>
სააკაშვილი ციხეში მისთვის დაუსწრებლად გამოტანილი ორი განაჩენის გამო იმყოფება – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0