https://sputnik-georgia.com/20211014/kuwava-nacionalebis-aqciaze-260544148.html
არანაირი სიტყვა დარბევა არც გამოიყენოთ – კუჭავა „ნაციონალების“ აქციაზე
არანაირი სიტყვა დარბევა არც გამოიყენოთ – კუჭავა „ნაციონალების“ აქციაზე
Sputnik საქართველო
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს ეზოში, სპეცრაზმია მობილიზებული. 14.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-14T15:46+0400
2021-10-14T15:46+0400
2021-10-14T19:35+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411420_0:60:1280:780_1920x0_80_0_0_66024ebc3f2f82569dec6055526f6278.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ისინი შეძლებენ მშვიდობიან ფორმატში ჩატარდეს ოპოზიციის დღევანდელი აქცია, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტებს.დღეს, საღამოს 18:00 საათზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე იმართება. მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა.პარალელურად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და საკანონმდებლო ორგანოს ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული.ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ აქცია ძალის გამოყენებით დაშალონ, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება.„ნაციონალური მოძრაობის“ აქციას მხარდამჭერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან უერთდებიან და საავტომობილო კოლონებით დედაქალაქისკენ მოემართებიან. გზებზე კონტრაქციას მართავენ ხელისუფლების მხარდამჭერებიც, ისინი რეგიონებიდან მომავალ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერთა კოლონას გზაზე ცოცხებით ხვდებიან. მათი განცხადებით, ცოცხები მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სიმბოლოა.
https://sputnik-georgia.com/20211014/---------260540529.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411420_211:39:1280:840_1920x0_80_0_0_f77d9b6b1124c559a90e9fe4918fc299.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
არანაირი სიტყვა დარბევა არც გამოიყენოთ – კუჭავა „ნაციონალების“ აქციაზე
15:46 14.10.2021 (განახლებულია: 19:35 14.10.2021) პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს ეზოში, სპეცრაზმია მობილიზებული.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ისინი შეძლებენ მშვიდობიან ფორმატში ჩატარდეს ოპოზიციის დღევანდელი აქცია, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტებს.
დღეს, საღამოს 18:00 საათზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე იმართება. მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა.
პარალელურად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და საკანონმდებლო ორგანოს ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ აქცია ძალის გამოყენებით დაშალონ, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება.
„არანაირი სიტყვა „დარბევა“ არც გამოიყენოთ, არც იგეგმება და ვერც იქნება ფიზიკურად, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცველი ორგანოები არიან მოწოდების სიმაღლეზე, ნებისმიერი სახის მშვიდობიანი აქცია მშვიდობიან ფორმატში უნდა ჩატარდეს და მიეცეთ საშუალება გამოავლინონ თავიანთი ნება", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციას მხარდამჭერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან უერთდებიან და საავტომობილო კოლონებით დედაქალაქისკენ მოემართებიან. გზებზე კონტრაქციას მართავენ ხელისუფლების მხარდამჭერებიც, ისინი რეგიონებიდან მომავალ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერთა კოლონას გზაზე ცოცხებით ხვდებიან. მათი განცხადებით, ცოცხები მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სიმბოლოა.