შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

© photo: AFP 2020 / ERIC PIERMONTსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს საქართველოს მხრიდან პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია შვეიცარიაში.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციას ოფიციალური ვიზიტით ეწვია, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინიტრაციის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ეს საქართველოს მხრიდან პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია შვეიცარიაში.
ქვეყნებს შორის ხორციელდება უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შვეიცარიას სტუმრობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი და ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) თავმჯდომარე. ამ უკანასკნელმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 2019 წლის ოქტომბერში გახსნა საელჩოს ახალი შენობა.
საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიაში ვიზიტს ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებით დაიწყებს.
სალომე ზურაბიშვილი ავსტრიაში - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში ვიზიტი დაიწყო
გაიმართება შეხვედრები ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარ მიშელ ბაშელესთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს გებრეიესუსთან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებში და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან, პროფესორ კლაუს შვაბთან.
15 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბერნს ეწვევა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.
დაგეგმილია შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის გი პარმელინის და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც, რის შემდეგაც პრეზიდენტები პრესისთვის ერთობლივ ბრიფინგზე განცხადებებს გააკეთებენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
სალომე ზურაბიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
ბერნში ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პირველ ვიცე-პრეზიდენტ ირენ კელინთან.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის 1992 წლის 10 ივნისს დამყარდა. ქვეყნებს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ ორმხრივ ფორმატში პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, განვითარების, რეგიონთაშორისი თანამშრომლობისა და სხვა სფეროებში. ამას გარდა, 2009 წლიდან, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ, შვეიცარია ასრულებს შუამავლის ფუნქციას საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში. ამ მიზნით მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს საქართველოს ინტერესთა სექცია, ხოლო თბილისში შვეიცარიის საელჩოში – რუსეთის ინტერესთა სექცია. ნაყოფიერია თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც.
ყველა ახალი ამბავი
0