https://sputnik-georgia.com/20211013/salome-zurabisvili-venasi-eutos-generalur-mdivans-sexvda-260524558.html
სალომე ზურაბიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც გუშინ დაიწყო, შეხვედრებს განაგრძობს 13.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-13T20:55+0400
2021-10-13T20:55+0400
2021-10-13T20:55+0400
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/08/289805839_0:0:0:0_1920x0_80_0_0_6271411e7466f09965308c2bec16f0d2.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ეუთოს გენერალურ მდივანს, ჰელგა მარია შმიდტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა საკითხებში ქალთა ჩართულობის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს, განსაკუთრებით კი იმ სფეროებში ქალთა გააქტიურებაზე, სადაც მამაკაცების როლი მეტად დომინანტურია, მაგალითად, როგორიცაა პოლიცია, ან საინფორმაციო ტექნოლოგიები.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილი ეუთოს მხარდაჭერით თბილისში კონფერენციის ჩატარებაზეც მუშაობს.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეუთო იყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ ქალები მეტად იყვნენ ჩართული ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკურ, საფინანსო საკითხებში.საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოში ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა, თუმცა, მისთვის სამწუხაროდ, არჩევნებში ქალი კანდიდატების რაოდენობა კვლავ მცირე იყო.შეხვედრისას ასევე განიხილეს რეგიონში საქართველოს როლის მნიშვნელობა.შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა, ქალ ელჩებთან ერთად გამოფენა, „ქალები მშვიდობისთვის“ დაათვალიერეს, რომელიც ავსტრიელ მწერალსა და საერთაშორისო პაციფისტური მოძრაობის აქტივისტ, ბერტა ფონ ზუტნერს ეძღვნება.საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩავიდა, ის უკვე შეხვდა ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენს.ზურაბიშვილი ავსტრიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ჰაბსბურგების საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში 13 ოქტომბერს დასრულდება.საქართველომ და ავსტრიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 მარტს დაამყარეს.
https://sputnik-georgia.com/20211012/mtebi-politika-da-pandemia-raze-isaubres-saqartvelos-da-avstriis-prezidentebma-venasi-260491211.html
https://sputnik-georgia.com/20211012/salome-zurabishvilma-avstriashi-viziti-daiwyo-260462163.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
სალომე ზურაბიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც გუშინ დაიწყო, შეხვედრებს განაგრძობს
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ეუთოს გენერალურ მდივანს, ჰელგა მარია შმიდტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა საკითხებში ქალთა ჩართულობის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს, განსაკუთრებით კი იმ სფეროებში ქალთა გააქტიურებაზე, სადაც მამაკაცების როლი მეტად დომინანტურია, მაგალითად, როგორიცაა პოლიცია, ან საინფორმაციო ტექნოლოგიები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილი ეუთოს მხარდაჭერით თბილისში კონფერენციის ჩატარებაზეც მუშაობს.
„ვმუშაობ პროექტზე, რომ თბილისში ეუთოს მხარდაჭერით ჩატარდეს კონფერენცია ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეუთო იყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ ქალები მეტად იყვნენ ჩართული ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკურ, საფინანსო საკითხებში.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოში ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა, თუმცა, მისთვის სამწუხაროდ, არჩევნებში ქალი კანდიდატების რაოდენობა კვლავ მცირე იყო.
შეხვედრისას ასევე განიხილეს რეგიონში საქართველოს როლის მნიშვნელობა.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა, ქალ ელჩებთან ერთად გამოფენა, „ქალები მშვიდობისთვის“ დაათვალიერეს, რომელიც ავსტრიელ მწერალსა და საერთაშორისო პაციფისტური მოძრაობის აქტივისტ, ბერტა ფონ ზუტნერს ეძღვნება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩავიდა, ის უკვე შეხვდა ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენს.
ზურაბიშვილი ავსტრიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ჰაბსბურგების საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში 13 ოქტომბერს დასრულდება.
საქართველომ და ავსტრიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 მარტს დაამყარეს.